გასულ ღამეს, სტოკჰოლმში, ევრო-2016 შესარჩევი მატჩის დაწყებამდე, სადაც მონაწილეობას შვედეთი-რუსეთის ეროვნული ნაკრებები იღებდნენ, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული.
აქციის ორგანიზატორები შვედეთში მცხოვრები უკრაინელები იყვნენ. დემონსტრანტები იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც გულშემატკივრები მოძრაობდნენ. რუსი მხარდამჭერების ნაწილმა აქციისთვის ხელის შეშლა სცადა. თუმცა, ინციდენტის გასანეიტრალებლად შვედეთის პოლიცია ჩაერია.
„ჩვენ ვეუბნებით არას რუსეთის ჯარებს უკრაინაში და მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას რუსეთში. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს - მშვიდობა და დემოკრატია უკრაინაში, მიუხედავად მრავალმხრივი მუქარებისა და შეურაცხყოფებისა რუსეთის მხრიდან“, - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
ანანო კვაჭანტირაძე

მასალის გამოყენების პირობები






