ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს მამუკა ხვედელიანს ბრალი დაუმძიმდა
სამართალი - 19:26, 28 Dec, 2012     519
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ბორჯომის რაიონ დაბა ახალდაბაში მცხოვრები ტრისტან ჩადუნელის, მერაბ რიკაძის და ნიკოლოზ ლომიძის განცხადება, სადაც მიუთითებენ, რომ 2011 წლის 27 მაისს ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო მათი დაკავება ადმინისტრაციული წესით იყო უკანონო, ყოველგვარ სამართლიან საფუძველს მოკლებული.

გამოძიებით ირკვევა, რომ 2011 წლის 26 მაისს დაბა ახალდაბაში მცხოვრები: ნიკოლოზ ლომიძე, ტრისტან ჩადუნელი და მერაბ რიკაძე იმყოფებოდნენ თბილისში იმ დროს არსებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "სახალხო კრების" მიერ გამართულ აქციაზე. მიტინგის დარბევის შემდეგ, აღნიშნული პირები, 2011 წლის 27 მაისს გამთენიისას დაბრუნდნენ დაბა ახალდაბაში. იმავე დღეს, დღის პირველ ნახევარში ზემოაღნიშნული პირები მეგობრებთან ერთად დასხდნენ დაბა ახალდაბაში არსებულ რესტორან "ბურჯებში", დაახლოებით 15-20 წუთში რესტორანში მივიდა ბორჯომის პოლიციის უფროსი მამუკა ხვედელიანი მისივე თანამშრომლებთან სერგო სამსონიძესთან, დავით ჩხიკვაძესთან და მამუკა მაღლაკელიძესთან ერთად. რიკაძე, ლომიძე და ჩადუნელი გამოიყვანეს გარეთ, სადაც მამუკა ხვედელიანმა ტრისტან ჩადუნელს გაარტყა ხელი და უთხრა, რომ "ახლა ვეღარ უშველიდა ოპოზიცია". შემდეგ კი აღნიშნული პირები ჩაისვეს ავტომანქანაში და ბორჯომის პოლიციის შენობაში წაიყვანეს, სადაც ხვედელინმა მათ უსაყვედურა 2011 წლის 26 მაისს თბილისში გამართულ იმ დროს არსებულ "სახალხო კრების" აქციაზე დასწრების გამო. ამის შემდეგ ცალ-ცალკე ოთახებში მიაყენეს ფიზიკური შურაცხყოფა. იატაკზე წაქცეულ ლომიძეს ფეხებს ურტყამდნენ მამუკა ხვედელიანი, ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ლომიძე და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პოლიციის თანამშრომლები. ცემის შედეგად, ლომიძის განმარტებით, გაუტეხეს ნეკნი. ხვედელინმა და სხვა გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტრისტან ჩადუნელს, რომელსაც ხელებს ურტყამდნენ ყურებში. ასევე მამუკა ხვედელინმა დაარტყა რიკაძეს, რის შემდეგაც რიკაძემ სთხოვა, რომ გულის მანკით იყო დაავადებული და აღარ ეცემა. 2011 წლის 27 მაისს საღამოს საათებში დაკავებულები გადაიყვანეს ბორჯომის მაგისტრატ სასამართლოში, სადაც ჩადუნელს მიუსაჯეს 40 დღით, ლომიძეს 30 დღით, ხოლო რიკაძეს 25 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ პიროვნებებს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. დასკვნაში მითითებულია რომ, ნიკოლოზ ლომიძეს ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა, მუცლის და ფერდის არეში ჰქონდა ტკივილები. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ მერაბ რიკაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის გადაყვანილი იყო ბორჯომის საავადმყოფოში, სადაც გადიოდა ინტენსიური მკურნალობის კურსს. გამოძიებამ დაადგინა, რომ რიკაძეს, ჩადუნელს და ლომიძეს არ ჩაუდენიათ მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მათი დაკავება და ფიზიკური შეურაცხყოფა განპირობებული იყო 2011 წლის 26 მაისს თბილისში იმ დროს არსებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "სახალხო კრების“ მიერ გამართულ აქციაზე ყოფნით”, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42