ბელორუსიის პრეზიდენტმა Euronews -თან ინტერვიუში ყირიმის საკითხზე ისაყუბრა და განაცხადა რომ „ქვეყნების საზღვრების შეცვლა არ უნდა ხდებოდეს“
„ბევრი ამბობს, რომ ყირიმი ოდესღაც არასწორად გადაეცა უკრაინას, რომ ეს ტერიტორია უძველესი რუსული მიწაა და ასე შემდეგ. ეს არასწორი მიდგომაა. თუ ასეა დავუბრუნდეთ მონღოლურ ეპოქას... მაშინ რუსეთს ყაზახეთისთვის და მონღოლეთისთვის ტერიტორიები ექნება დასაბრუნებელი, ბელორუსიას არაფერი აქვს დასაბრუნებელი, მონღოლები ჩვენამდე მოვიდნენ, მაგრამ არ შეგვეხნენ“- აღნიშნა ლუკაშენკომ.
ბელორუსიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა რომ ის მხარს არ უჭერს "ნოვოროსიის", როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარებას.
„ჩვენ არ ვაპირებთ აღიარებას, ეს არაფორმალური სახელმწიფოებია, არაფორმალური ტერიტორიები, იქ ომი მიმდინარეობს, რატომ უნდა ჩავერიოთ ამ პროცესებში?“- განაცხადა ლუკაშენკომ დონეცკის და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების აღიარებასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






