კახეთში სოფელ ქეშალოში ეჭვიანობის ნიადაგზე ლომონა ალაზოვა სასტიკად ცემეს. ოჯახური ძალადობა კახეთში გუშინ მოხდა. ალაზოვას სხეულის მრავლობითი დაზიანებები მისმა ბიძაშვილებმა მიაყენეს.
ერთადერთი მტკიცებულება ნათესავებისთვის ლიმონა ალაზოვას სახლთან მდგარი მანქანაა. ფიზიკური ანგარიშწორების შემდეგ ალაზოვას ბიძაშვილებმა ორჯერ ესროლეს.
ქალბატონი გადარჩა, თუმცა გამოჯანმრთელების შემთხვევაშიც სოფელში დაბრუნება მისი სიცოცხლისთვის სახიფათოა.
„ჩემმა ბიძაშვილებმა სასტიკად მცემეს. გაქცევა ვცადე, მაგრამ ორჯერ მესროლეს. მოკვლას მიპირებდნენ. ხმაურზე მეზობლები გამოვიდნენ. ალბათ ამან გადამარჩინა. მაბრალებდნენ, რომ ვიღაც მყავდა, მაგრამ ეს ტყუილია“, - ამბობს ალაზოვა.
დაზარალებული ქალბატონის თანასოფლელები მის სოფლიდან გაძევებას ითხოვენ, სოფელში დაბრუნების შემთხვევაში კი განმეორებითი ძალადობით იმუქრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






