საქართველოს უუნარო მთავრობის ხელში რუსეთი არა მხოლოდ ფიზიკურ, დიპლომატიურ შეტევაზეცაა გადმოსული - ჭიაბერაშვილი
პოზიცია - 17:02, 09 Oct, 2014     2661

რუსეთი ირწმუნება, რომ ჟენევის მოლაპარაკებაზე მხარეებმა ძალის გამოუყენებლობის ეფექტურ ნაბიჯად რუსული პროექტი განიხილეს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ, ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის გამართვის შემდეგ გამოაქვეყნა.

განცხადებაში აქცენტი საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზეა გაკეთებული და აღნიშნულია, რომ ”ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა ამიერკავკასიის რეგიონში ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სტაბილურობას.”

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატოს ბოლო სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ „საგრძნობლად გაზარდა აუცილებლობა, დაიდოს შეთანხმებები ძალის გამოუყენებლობის შესახებ თბილსს, სოხუმსა და ცხინვალს შორის.“

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ სხვა ტიპის შეტევებიც განახორციელოს.

„საქართველოს მთავრობა არ არის ერთიანი, ისინი ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს, ერთ მინისტრს ერთი პოზიცია აქვს, პრემიერი სხვას ამბობს, პრეზიდენტი საერთოდ სხვა სამყაროში იმყოფება და მთავრობასთან კოორდინაცია არ აქვს. ანუ ეს კლიმატი რუსეთისათვის ქმნის ხელსაყრელ და ნოყიერ ნიადაგს, რომ საერთაშორიო ასპარეზზე მუდმივად შეეცადოს ჩვენზე დიპლომატიური შეტევა განახორციელოს და თუ დაინახავს ამის შესაძლებლობას, ასეთი უუნარო მთავრობის ხელში სხვა ტიპის შეტევებიც შეიძლება მაგალითად ეკონომიკური სანქციები და ა.შ.“,- აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში.

ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი, ქართული დელეგაციის მხრიდან დიპლომატიურ შეტევაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მათი მხრიდან ამ კუთხით სისუსტე შეინიშნება.

„არსებობდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად მცდარი და არასწორი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საქართველო შეცვლიდა თავის მიდგომებს, არ ილაპარაკებდა მიმდინარე ოკუპაციაზე, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია გრძელდება - ასეთ შემთხევაში რუსეთი შეცვლიდა საკუთარ პოლიტიკას და დღეს ყველა ვხედავთ, რომ ეს ასე არ არის, პირიქით რუსეთი არათუ ფიზიკურ შეტევაზე, როცა ის ოკუპაციას აგრძელებს და მავთულხლართებს აბავს, არამედ დიპლომატიურ შეტევაზეა გადმოსული, ჩვენ ჟენევის მოლაპარაკებებეზე პრაქტიკულად რუსეთი მუდმივი წნეხის ქვეშ გვყავდა, იმასთან დაკავშირებით, რომ 2011 წელს საქართველომ ცალმხრივად მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე განაცხადა, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა ევროპარლამენტის წინაშე, რომ საქართველოს არასოდეს არ გამოიყენებს ძალას იმისათვის, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, და გავრცელდეს მისი სუვერენიტეტი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა მუდმივად იყო მიმართული იქითკენ, რომ ასეთივე აღიარება დაედო რუსეთს და პრაქტიკულად ჩვენ ჟენევის დისკუსიებზე სწორედ ამ თვალსაზრისით შეტევაზე ვიყავით და რუსეთს მუდმივად უწევდა თავის მართლება იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ აკეთებს იგი ასეთ დათქმას. ეს იყო კარგი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ დაგვენახვებინა მთელი მსოფლიოსთვის, რომ სინამდვილეში საქართველოს აქვს არა კონფლიქტები აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან, არამედ საქართველოს აქვს ერთადერთი კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან, დღეს ზურაბ აბაშიძემ გამოიყენა ტერმინი მოუგვრებელი კონფლიქტები, ეს არის პირდაპირ რუსული მესიჯი, როდესაც მრავლობითში ვხმარობთ, ჩვენ არანაირი კონფლიქტები არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს კონფლიქტი რუსეთის ფედერეცასითან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და რუსულ ოკუპაციაზე უფრო მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა მოეხდეს ხელისუფლების მხრიდან საუბარი.

„როგორ უნდა მოვიქცეთ? ჩვენ არ უნდა გავექცეთ იმას, რომ ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი, როდესაც საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუხენის კონფერენციაზე, „BBC“-სთან ინტერვიუში, მუდმივად ლაპარაკობს, რომ პრობლემა არ არის, რუსეთისგან საფრთხეს არ ველოდებით, რა თქმა უნდა რუსეთზე საერთაშორისო დიპლომატიური წნეხი მცირდება და ასეთ შემთხვევაში, ჟენევის დისკუსიებში რუსეთი გაცილებით თამამად ცდილობს მისთვის სასურველი პოზიციების გატანას, ვიდრე იმ შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვაფხიზლებთ საერთაშორიო საზოგადოებას რუსეთიდან მომდინარე რეალური საფრთხეების შესახებ. მთავარი არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ილაპარაკოს მკაფიოდ და გარკვევით“,- განმარტა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ასევ ძალიან მნშვნელოვანია საქართველოსთვის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება.

„2-3 დღეა მიმდინარეობს ლაპარაკი იმაზე, რომ თავდაცვის ბიუჯეტი წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, რატომ? იმიტომ, რომ მაგალითად როდესაც 2013 წელს საქართველოს მთავრობამ შეიტანა პარლამენტში 2014 წლის ბიუჯეტი დასამტკიცებლად, იქვე იყო გათვლები თუ როგორი იქნებოდა ქვეყნის ბიუჯეტის პარამეტრები 2015 და 2016 წელს, და შარშან მთავრობა გვეუბნებოდა და 2015 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტი 700 მილიონს გადააჭარბებდა, ახლა შეიტანეს ბიუჯეტი, სადაც 2015 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პარამეტრი 600 მილიონზე ცოტა მეტი იქნება, ანუ 100 მილიონით ნაკლებია, იმასთან შედარებით ვიდრე ჩვენ ამას გვეუბნებოდა შარშან საქართველოს მთავრობა, ალასანია კი იმედოვნებს, რომ ბიუჯეტი გაიზრდება. მე ვსვამ მარტივ შეკითხვას: თუ ჩვენ მუდმივად, ყოველწლიურად არ მოვახდინეთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში თანხების მობილიზება, კარგად იცით რომ თბილისი გარშემო თავდაცვითი ზღუდის მშენებლობა შეჩერებულია, არანაირი ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ვთქვათ, შევიძინოთ მნიშვნელოვანი შეიარაღება ჩვენი ჯარისთვის - ამაზე ლაპარაკი არ არის. პრაქტიკულად დღეავანდელი თავდაცვის ბიუჯეტი ეს არის უბრალოდ სახელფასო ხარჯი და ვფიქრობ, რომ თანხები ისეა გაწერილი, რომ წრთვნების ნორმალურად ჩატარებასაც არ ეყოფა, ამიტომ ჩვენ თუ ვალაპარაკობთ იმაზე, რომ როგორი უნდა იყოს პოლიტიკა, პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ ერთის მხრივ საჯაროდ ვამბობდეთ იმას რუსეთთან მიმართებაში რაც არის და პრინციპულად ვიცავდეთ ჩვენს ინტერესებს, მეორეს მხრივ ვაკეთბდეთ საქმეს და ვზრდიდეთ ჩვენა თავდაცვისუნარიანობას, საქართველოს ხელისუფლება კი არც ერთი მიმართულებით არაფერს არ აკეთებს თავისი აკომპეტენტურობის გამო“,-აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ნიუპოსტთან“ ინტერვიუში.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნატოს საწრთველი ბაზების საქართველოში განთავსების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ყველაფერს თანხების და რესურსების მობილიზება სჭირდება, რაც მისივე თქმით, გაურკვეველია იქნება თუ არა თავდაცვის ბიუჯეტში განსაზღვრული.

„რაც შეეხება ნატოს საწრთვნელ ბაზას, ამაზე გადაწყვეტილება უალესის სამიტზე იყო მიღებული და ეს საჯაროდ არის გაცხადებული. იმას რომ საქართველოში იყოს ნატოს საწრთვნელი ბაზა ასევე სჭირდება თანხების და რესურსების მობილიზება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან და დღემდე გაურკვეველია ეს თანხები იქნება თუ არა ბიუჯეტში. როცა ბიუჯეტი არ ასრულდება და როცა ბიუჯეტს ასეთი საბიუჯეტო პრობლემები და ეკონომიკური კრიზისი აქვს, ეს მარტო ჩვენს ჯიბეს კი არ ურტყავს, ეს ურტყავს ასევე, იმას, რომ ჩვენ გაგვიჭირდება აქტიური თანამშრომლობა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელში წევრობასაც ვესწრაფით, იგულისხმება ნატო და ევროკავშირი“,- დასძინა ჭიაბერაშვილმა.

საუბრის დასასრულს, ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის შესაძლო გახსნაზეც ისაუბრა.

"საქართველოს მთავრობის მხრიდან იყო ურთერთსაწინააღმდეგო განცხადებები იმასთან დაკვშირებით, რომ მოამზადებენ სირიელ მეამბოხეებს საქართველოში და ეს სამწუხაროდ რუსეთმა ხელზე დაიხვია. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს მთავრობის არაკომპეტენტურობაზე, ამას მივუთითებთ, რომ ისინი აკომპეტენტურები არიან ასევე, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. მსგავსი თანამშრომლობა რომც იყოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ქვეყნისთვის საშიშია ასეთი არკომპეტენტური და უუნარო მთავრობის ხელში ასეთი რამეების განხორციელება, იმიტომ რომ სწორედაც შეიძლება, ამ დროს გამოიყენოს რუსეთმა სათავისოდ ეს ყველაფერი და რუსეთი ამასთან დაკავშირებით განცხადებებს უკვე აკეთებს“,- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ნინო გოლოშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42