თურქეთში არეულობას 19 ადამიანი ემსხვერპლა, ქურთები ISIS წინააღმდეგ ბრძოლას ითხოვენ
მსოფლიო - 14:20, 09 Oct, 2014     2157

თურქეთის მრავალ ქალაქსა და რეგიონში ქურთ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება, წარმოქმნილი არეულობის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. ქურთები ქუჩებში ანკარაში და სტამბოლშიც გამოვიდნენ. დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, დაარბიეს და გადაწვეს შენონები. დიარბაქირსა და რამდენიმე სხვა ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა, ქუჩებს სამხედროები აკონტროლებენ. შეწყვეტილია ტრანსპორტისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

ქურთები თურქეთის ხელისუფლებისგან სირიაში მიმდინარე კონფლიქტში ჩარევას და ქურთების დაცვას მოითხოვენ, რომელთაც ისლამისტების მხრიდან გენოციდი ემუქრებათ.

ისლამური სახელმწიფოს ძალები საზღვრისპირა ქალაქ კობანეზე შეტევას განაგრძობენ. ისლამისტებმა ქალაქის ნაწილი დაიკავეს და თურქეთის საზღვართან საკუთარი დროშები აღმართეს. კობანეს მიდამოებში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ავიადარტყმებს საერთაშორისო კოალიციის ავიაციაც ახორციელებს.

შეერთებულ შტატებში აღიარებენ, რომ მხოლოდ ავიადარტყმებით ქალაქის გადარჩენა ვერ მოხერხდება. კობანეს ბედი თურქეთის მთავრობის პოზიციაზეა დამოკიდებული, რომელიც სახმელეთო ოპერაციის აუცილებლობას აღიარებს, თუმცა კონფლიქტში ჩარევისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42