დღეს გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც ეძღვნება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი.
რუსეთის ოფიციალურმა მედიამ ფაქტობრივად მოხსენების იმ ნაწილის ციტირება დაიწყო, რომელიც ეძღვნება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევებს. ასეთი დარღვევების შესახებ მოხსენებაში ნამდვილად არის საუბარი, თუმცა, მოხსენება მთლიანობაში კატეგორიულად განსხვავდება მოსკოვის ოფიციალური ვერსიისგან.
დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ არავითარი მასობრივი სამარხები, ჯგუფური დასჯები უკრაინელების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა, ფოსფორისა და სხვა აკრძალული შეირაღების გამოყენენების კვალი არ შეინიშნება.
თუმცა, მოხსენებაში დიდი ადგილი ეთმობა წამებებს, გატაცებებსა და ბოევიკების მხრიდან ძარცვას. აგრეთვე, სეპარატისტების მხრიდან საცხოვრებელი ობიექტების გამოყენებას საბრძოლო მოქმედებებისთვი. ცალსახად არის დაფიქსირებული რუსული შეიარაღებული ძალების მონაწილეობა სამხედრო მოქმედებებში.
საერთაშორისო მედია აქვეყნებს ყველაზე მნიშვნელოვან ფრაგმენტებს მოხსენებიდან.
„ინსაიდერი“: 18 აგვისტოს უკრაინის მთავრობამ აღადგინა კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე, რომლებიც ადრე დაკავებული ჰქონდათ უკანონო შეირაღებულ ფორმირებებს. ხელისუფლებამ მოახერხა აღედგინა სამართლებრივი წესრიგი. დევნილებმა ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყეს საკუთარ სახლებში დაბრუნება. სახელმწიფო უწყებებმა დაიწყეს საცხოვრებელი სახლებისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის აღდგენა. გაინაღმა ქუჩები. სლავიანსკში სოციალურმა სამსახურებმა დაიწყო ფუნქციონირება. მოსახლეობას აღუდგა პენსიებისა და სხვა დახმარებების მიღება. უკრაინის ხელისუფლებამ ალყაში მოაქცია დონეცკი და ლუგანსკი, რომელიც კვლავ რჩებოდა ბოევიკების კონტროლ ქვეშ. რომელთა ძალები ივსებოდა უცხეითად ჩამოსული ბოევიკების ხარჯზე. მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებით.
27 აგვისტოდან ე.წ. პრემიერმინისტრი თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, რუსული ტელევიზიით საჯაროდ აცხადებდა, რომ მათ გვერდით იბრძვიან 4 ათასამდე რუსეთის მოქალაქე, რუსული არმიის ჯარისკაცების ჩათვლით. უკრაინელი სამხედროების მიერ სახელმწიფო კონტროლ-აღდგენილ ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელდა საარტილერიო და სხვა სახის შეტევები მძიმე ტექნიკით. რის შემდეგაც უკრაინელი სამხედორები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ პოზიციები. კონფლიქტის ესკალაციამ გამოიწვია დაღუპულთა რაოდენობის ზრდა. აპრილიდან 16 სეტქემბრამდე დაღუპულია 3 517 ადამიანზე მეტი, ხოლო 8 152 ადამიანი დაჭრილია. არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ბოევიკები თავიანთი პოზიციების ორგანიზებას საცხოვრებელ რაიონები, მშვიდობიანი მოსახლეობის გარემოცვაში ახდენდნენ.
სეპარატისტი ბოევიკები აგრძელებენ ადგილობრივი მოსახლეობის ტერორს იმ ტერიტორიებზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. სადაც ხშირად ხდება წამებები და ადამიანების გატაცებები. ისინი აგრეთვე აქტიურად იყენებენ მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი მობილიზაციის პრაქტიკას.
მასალის გამოყენების პირობები






