3 სისუსტე,რომელიც მენეჯერში ლიდერის თვისებებს აბრკოლებს (აღმოფხვრის გზები)
შენი რეპორტაჟი - 18:22, 08 Oct, 2014     6744

ზოგადად, ადამიანს ლიდერობაზე პრეტენზია უჩნდება იმ შემთხვევაში,როდესაც რაიმე კონკრეტულ საქმიანობაში ნაკლებ შეცდომებს უშვებს,როდესაც მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს და სჯერა,რომ იგი უკვე მზადაა ცხოვრებაში ახალი ეტაპისთვის,სხვა დონისთვის,უფრო მაღალი საფეხურისთვის და სწორედ ამას ეწოდება „ლიდერობისკენ სწრაფვა“.თავისთავად ლიდერობა უნარია...უნარია იმისა,რომ დასძლიო ზეწოლა კრიტიკულ მომენტებში,გამოიყვანო კომპანია რთული მდგომარეობიდან და ამასთან ერთად,ბიზნეს–კოლეგებს შეუქმნა ისეთი ფსიქოლოგიური გარემო,რომ მათ ჰქონდეთ ჩვენთან ხანგრძლივი ურთიერთობის სურვილი და შესაბამისად,შრომის ნაყოფიერება არ დაუქვეითდეთ. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს ბიზნესის წარმატებას,მის ზრდად,წინსვლას და შესაბამისად,უფრო და უფრო მეტი მოგებას მიღებას კომპანიისათვის.


ეს ყველაფერი კარგია,მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისე ხდება,რომ ლიდერები შეცდომებს უშვებენ,საბედისწერო შეცდომებს და შესაბამისად,როგორც ნებისმიერ ადამიანს,მათაც სჭირდებათ მუშაობა,მუშაობა და ძალისხმევა იმისთვის,რომ შეცდომებისგან თავი წინასწარ დაიზღვიონ ან უკვე დაშვებული შეცდომები გამოასწორონ და გახდნენ სრულყოფილი ლიდერები...ნუ სრულყოფილები თუ არა,სრულყოფილებასთან მიახლოებული მაინც.წიმააღმდეგ შემთხვევაში,წამოწყებული ბიზნესის მარცხი გარდაუვალია.


ამ სტატიაში კი წარმოგიდგენთ სამ ყველაზე გავრცელებულ ლიდერის შეცდომებს და ვისაუბრებთ მათი აღმოფხვრისა და გამოსწორების გზებზე.

1) მიზნების მიღწევა მათი წინასწარი განჭვრეტის გარეშე.

ბიზნეს–საქმიანობის რჩევისა და დახმარების პროვაიდერმა „The Alternative Board”–მა ჩაატარა ინტერნეტ–გამოკითხვა,რომელმაც დაადგინა,რომ ბიზნესმენთა 46 პროცენტი ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის დასახული მიზნების მიღწევას,ხოლო 38 პროცენტი კი ცდილობს,რომ წინასწარ განჭვრიტოს და გონებაში გაიაზროს,თუ როგორ შეიცვლება ბიზნეს–გარემო. „სინამდვილეში კი ბიზნესი იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული,თუ ეს ორივე ფაქტორი ერთადაა მხედველობაში მიღებული“,ამბობს „The Alternative Board”–ის ვიცე–პრეზიდენტი,დევიდ სკაროლა, „Businessinsider”-თან ინტერვიუში.აქედან გამომდინარე,აუცილებელია,რომ ჯერ წინასწარ განისაზღვროს,მაქსიმალურად გააანალიზდეს ბიზნესის მომავალი პერსპექტივები და სწორედ ამის შემდეგ დაიწყოს კომპანიის მიერ დასახული მიზნებისკენ სწრაფვა.წინააღდეგ შემთხვევაში,კონკრეტული ბიზნეს–საქმიანობა თავის პოტენციალს ვერ გამოავლენს და ენერგია რომელიც დაიხარჯა მისი განვითარებისთვის,საბოლოოდ,ფუჭი და უსარგებლო აღმოჩნდება.

2) მომსახურე პერსონალის უნდობლობა.

პირველ რიგში,დავსვათ ასეთი კითხვა:რა არის ლიდერის მთავარი ფუნქცია?რასაკვირველია,კომპანიის ხელმძღვანელის მთავარი ფუნქცია ბიზნეს–გუნდის გაძღოლა,მეთაურობა და ერთობლივი ძალისხმევით დასახული მიზნებისკენ სწრაფვაა.ხშირ შემთხვევაში ბიზნესის ლიდერები ძალიან წვრილმანდებიან მომსახურე პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებით და უკონტროლებენ თითოეულ დეტალს ან მეორე ვარიანტი:ხელმძღვანელი ზედმეტად ბევრ დავალებას აძლებს და ზედეტად ბევრის შესრულებას ავალებს მასზე დაქვემდებარებულ პირებს.ეს ორი ფაქტი ერთი და იმავე მიზეზის გამო ხდება: ბიზნეს–საქმიანობის ლიდერი სათანადოდ არ ენდობა გუნდს.

„უნდობლობა აყალიბებს ცუდ ფსიქოლოგიურ სურათს.მენეჯერის ასეთი მენტალიტეტი,აზროვნება ბიზნესის პროგრესს მკვეთრად ანელებს და იწვევს გუნდის წევრების ცუდ განცდებს:ისინი თავს უსარგებლოდ თვლიან,მათი შრომის ნაყოფიერება მცირდება“,წერს ინტერნეტ–მარკეტერი და „Hatchery”–ს დამფუძნებელი ,მაქს ფრიდმენი.აქედან გამომდინარე,თუ გვაქვს პრეტენზია ლიდერობაზე,თუ გვაქვს იმის ამბიცია,რომ გაგვაჩნია ლიდერის თვისებები,მაშინ აუცილებელია ავარჩიოთ ბიზნეს–გუნდი,დაკომლექტებული სწორედ ისეთი ტიპის ადამიანებით,რომლებსაც ბოლომდე ვენდობით ნებისმიერ სიტუაციაში.

საიდან იწყებება გუნდის დაკომპლექტება?გუნდის დაკომპლექტება სწორედ რომ დაქირავების პროცესით იწყება.შესაბამისად აუცილებელია კარგად გადაიხედოს ბიზნეს–გუნდის კანდიდატობის მსურველის ყველა ძირითადი მახასიათებელი და მოხდეს მისი დეტალური შესწავლა ინტერვიუს დროს.სწორედ ასეთი ხერხით მოვძებნით ისეთ ადამიანებს,რომლებიც ნდობით იქნებიან გამსჭვალულნი ჩვენ,როგორც ლიდერის,მიმართ და ეს ყველაფერი კი ორმხრივი ნდობის ზრდას განაპირობებს,რომელიც,რა თქმა უნდა,შედეგს გამოიღებს,იმოქმედებს პროდუქტიულად და გაზრდის ბიზნესის შესაძლებლობებს.

3) სტაგნაცია.

ადრე თუ გვიან,ნებისმიერი ტიპის ბიზნეს–ხელმძღვანელი დგება საშიშროების წინაშე...იმ საშიშროებისა,რომელსაც „სტაგნაცია“ ჰქვია.თავისთავად,ეს ტერმინი გულისხმობს ბიზნესის განვითარების შეფერხებას,ბიზნეს–სიძნელეებს,კომპანიის დასახული მიზნებისკენ სწრაფვის შეჩერებას.

სწორედ ასეთ კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტი ხდება ლიდერის ფაქტორი.სწორედ ასეთ მომენტში გამოაჩენს ლიდერი თავის რეალურ ძალას,თავის რეალურ შესაძლებლობებს:მან არ უნდა დაუშვას,რომ ბიზნესი სტაგნაციამ ჩაძიროს! რა უნდა გაკავეთოთ ასეთ დროს?როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი თავის მოტივირება,ხელში აყვანა,ძალების განახლება ასეთ რთულ სიტუაციაში?

„სტაგნაცია ძირითად შემთხვევაში დაკავშირებულია ინოვაციების ნაკლებობასთან,ხოლო ინოვაციების ნაკლებობა კი ბიზნესის მისიასა და ფასეულობებს დამაჯერებლობას აკლებს“,ამბობს ცნობილი ბიზნეს–პორტალის–„TransPerfect”–ის დამფუძნებელი,ლიზ ელტინგი.

ბიზნეს–ცვლილებებთან ფეხის აწყობის მიზნით,ინოვაციებთან ერთად აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ გამოცდილი ბიზნესმენებისა და მათი თანამშრომლების მოსაზრებები,რჩევები,ჩვენებურად გადავხარშოთ ისინი და შევუსაბამოთ წარმოქმნილ ვითარებას.

„სტაგნაციის პერიოდში გამოცდილი ბიზნესმენების მოსაზრებები შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ღირებულ ინფორმაციად,იმ ინფორმაციად,რომელსაც შეუძლია კომპანიის გამოყვანა რთული სიტუაციიდან“,საუბრობს ელტინგი „Huffingtonpost“–თან ინტერვიუში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42