სექსი თუ სიყვარული?
ეს საინტერესოა - 14:48, 08 Oct, 2014     32161

თავიდანვე ჩამოვყალიბდეთ: სექსი, ჩვენი გაგებით, მხოლოდ და უშუალოდ სქესობრივი კავშირი არაა. ეს იმგვარი მიზიდულობაა ქალსა და მამაკაცს შორის, რომელსაც, გარკვეულ ვითარებაში, ლოგინამდე მიჰყავს ისინი. ხანდახან აუტანლად ძლიერი, თითქმის მტკივნეული ლტოლვაა, რომელიც გაიძულებს, ყველა წესი და ნორმა დაარღვიო და არაფრად ჩააგდო ახლობლი ადამიანების გრძნობებიც კი.

რა უფრო მეტია ამგვარ ლტოლვაში — ფსიქოლოგიური მოთხოვნილება ყოველდღიურობიდან გაქცევის ან შინაგანი კომპლექსებისგან გათავისუფლებისა თუ კონკრეტული ადამიანის ფიზიკური ფლობის სურვილი — ვერავინ იტყვის. ზოგჯერ ხერხდება ამ გრძნობის ჩანასახშივე მოსპობა, ზოგჯერ კი იგი ადამიანს ცუნამივით ატყდება თავს და გზაზე ყველაფერს ანადგურებს.

ქვემოთ ჩამოთვლილია ტიპიური სიტუაციები, როცა „მთავარ როლში“ სექსია და სიყვარულზე საუბარი, უბრალოდ, ზედმეტია.

პარტნიორი ერთი ღამით

საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ვერავინ იტყის, რომ არასოდეს მოხვდება მსგავს სიტუაციაში. მუხრუჭმა შეიძლება გიმტყუნოს სხვადასხვა რამის გამო: წვეულებაზე მირთმეული ზედმეტი ბოკალი ღვინის ან სამხრეთის სანაპიროს მცხუნვარე მზის გამოისობით, უბრალოდ ცუდი განწყობისა ან მძიმე სამუშაო დღის გამო. საერთო კი ამ შემთხვევებს ერთი აქვს — სირცხვილისა და უხერხულობის შეგრძნება სქესობრივი აქტის შემდეგ.

დამშვიდობებისა და ტელეფონის ნომრების თავაზიანი გაცვლის შემდეგ ისევე სწრაფად ტოვებთ საწოლს, როგორადაც აღმოჩნდით მასში — დარწმუნებულები, რომ ერთმანეთს აღარასდროს ნახავთ. თუმცა, მარტო დარჩენისას, თავს უტყდებით, რომ სულაც არ იყო ცუდი… ის კი არა, კარგიც კი იყო ეს ყველაფერი. მაგრამ ეს „კარგი“ არაა გადამწყვეტი ფაქტორი იმისათვის, რომ პარტნიორი „ერთხელ“ კატეგორიიდან „ერთად და ყოველთვის“ კატეგორიაში გადაიყვანო.

ასეთი, ერთჯერადი სექსი, გარეგანი მუხრუჭების მოშვების გზით, შინაგან პრობლემებთან გამკლავების საშუალებაა.

უბრალოდ, საყვარლები

დამალვა უემოციო ურთიერთობების შირმის მიღმა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ ემოციების გამომჟღავნების საშუალებაა, მაგრამ არა ურთიერთობაში, არამედ საწოლში… პარტნიორები მხოლოდ სექსისთვის ხვდებიან ერთმანეთს.

ასეთ ურთიერთობაში დიდხანს ყოფნას კი რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. პირველი: ერთგვარი ემოციური მიჯაჭვულობა, მაგრამ ღია ურთიერთობის შეუძლებლობა (საყვარელს ოჯახი აქვს); მეორე: მუდმივი საყვარელი იგივეა, რაც „ერთჯერადი“, ოღონდ დამატებითი ბონუსებით (მატერიალური ფაქტორი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტონუსი); მესამე: მუდმივი ურთიერთობის სურვილის არქონა.

სამსახურზე შეყვარებული

ხშირად ადამიანი მზად არაა სერიოზული ურთიერთობისთვის — პრობლემები აქვს ან მისი ცხოვრება ისედაც საკმარისადაა ემოციურად დატვირთული, სამსახური ბევრ დროს ართმევს და ა.შ. ასეთი ადამიანი თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს უთმობს შემოქმედებით ან კარიერულ თვითრეალიზაციას და არ სურს, ეს თვითრელიზაცია გაცვალოს სერიოზულ ურთიერთობებზე მხოლოდ იმიტომ, რომ „ასეა მიღებული“. სწორიცაა, რადგან სიყვარული ღრმა ემოციური ურთიერთობების სურვილის გარეშე არ არსებობს და ამისთვის განსაკუთრებული მზადყოფნისა და მოთხოვნილების არსებობაა საჭირო.

და, მაინც… სიყვარულია თუ მხოლოდ სექსი?

საქმე ისაა, რომ სექსუალური ლტოლვა იმაზე ხშირად მიიჩნევა სიყვარულად, ვიდრე გვგონია. განსაკუთრებით, „ერთი ნახვით შეყვარება“-ში ერევათ ხოლმე.

აი, მის დანახვაზე ვწითლდები, სუნთქვა მეკვრის, გული მიცემს… რა არის ეს თუ არა სიყვარული? რა და ჰორმონები, რომლებიც ადასტურებს, რომ ადამიანთან ლოგინში თავს კარგად იგრძნობ, მასთან შეიძლება გყავდეს ბავშვები.

გამოფხიზლების პერიოდი დგება ხან რამდენიმე თვის, ხან წლების შემდეგ, მაგრამ — აუცილებლად. უეცრად აღმოაჩენ, რომ ამ ადამიანთან არაფერი გაკავშირებს სექსის გარდა.

თუმცა შემოწმება იმისა — ეს სექსია სიყვარულის გარეშე თუ ნამდვილი სიყვარული, მანამდეც შეიძლება… ყოფაცხოვრებაში. ერთად ცხოვრება ამას ძალიან მალე გამოააშკარავებს.

თუ რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობთ და მაინც არ გაღიზიანებს მისი ნივთები შენს საწოლ ოთახში ან გაბურძგნული თმა დილაობით… „საგანგაშო“ ნიშანია — არაა გამორიცხული, რომ შეგიყვარდა!


წყარო:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42