21 წლის ახალგაზრდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი სამმართალდამცველი აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ლაშა ჯიხვაშვილის ადვოკატმა გააკეთა.
თემურ მესხმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მესხი სააპელაციო სასამართლოსგან ჯიხვაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
მიიღებს თუ არა წარმოებაში საქმეს სააპელაციო სასამართლო, 3 დღეში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის მირზა ბუჩუაძე თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბუჩუაძემ სასიკვდილო ჭრილობა დევნის ოპერაციის დროს მიიღო.
ბუჩუაძის მკვლელობაში ბრალდებული ლაშა ჯიხვაშვილი კი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






