სანდო და საიმედო RAV4
ეს საინტერესოა - 13:43, 08 Oct, 2014     2690

Recreational Active Vehicle 4-Wheel Drive - ყველაფერი გაიგეთ? ალბათ, არა! RAV4? ახლა კი ყველაფერი გასაგები იქნება - ეს ხომ “ტოიოტას” ყველასათვის კარგად ნაცნობი ქროსოვერის სახელწოდებაა. 1994 წელს იაპონელებმა გაბედეს და უგზოობის ავტომობილისა და მსუბუქი ავტომობილის ნაზავი შემოგვთავაზეს. რეცეპტი ასეთი იყო: მუდმივი სრული ამძრაობა, ამტანი ძარა და ბენზინის მოქნილი, 4-ცილინდრიანი ძრავა. მტესტავები და კლიენტები აღფრთოვანებული იყვნენ ჯდომის პოზიციითა და საკმაოდ კარგი მანევრულობით. RAV4-მა ძალიან მალე მოიხვეჭა პოპულარობა და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა.

გავიდა წლები და RAV4-მა ისიც დაამტკიცა, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, გამძლე და ხარისხიანი ავტომობილია. მისი ნებისმიერი მფლობელი გეტყვით, რომ ეს არის მანქანა, რომელიც ფაქტობრივად არ ფუჭდება და იტანს ყველაფერს, რაც ავტომობილმა უნდა აიტანოს.

აი, ასე მისცა დასაბამი TOYOTA RAV4-ის პირველმა თაობამ იმ საავტომობილო კლასს, რომელიც დღეს ყველაზე პოპულარულია - SUV-კლასს ვგულისხმობთ, ქროსოვერებს. RAV4-ის ყოველი შემდგომი მოდელი კიდევ უფრო გაუმჯობესებული იყო და ყოველთვის მინიმუმ ერთი ნაბიჯით უსწრებდა კონკურენტებს.

როგორი უნდა იყოს სრულყოფილი SUV? ქროსოვერების მოყვარულებს მრავალმხრივი ავტომობილი სურთ, რომელშიც კომფორტულად ჩასხდებიან და რომლიდანაც ყველაფერს კარგად დაინახავენ. ამასთან, სრულყოფილი SUV, მათი აზრით, უსაფრთხო და შეძლებისდაგვარად ეკონომიურიც უნდა იყოს. სწორედ ასეთ ავტომობილს დაჰპირდნენ იაპონელები თავიანთ ერთგულ და პოტენციურ კლიენტებს და ასეთია ახალი RAV4, რომლის გაყიდვები 2013 წელს დაიწყო.

ინტერიერში გამოყენებული ხარისხიანი მასალები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ახალ RAV4-ს პლუსებში უნდა ჩავუთვალოთ. “ტოიოტას” ერთერთი ბესტსელერი იაფი სერვისით და ამ კლასის კვალობაზე, საწვავის დაბალი ხარჯით გამოირჩევა. განსაკუთრებით ეკონომიურია წინა ამძრაობის მქონე RAV4. ზოგადად, რაც დრო გადის, მომხმარებლები უფრო და უფრო ხშირად ირჩევენ წინაამძრავიან SUV-ებს. მიზეზი გასაგებია: უმრავლესობას სრული ამძრაობა, ფაქტობრივად, არაფერში სჭირდება, წინაამძრავიანი RAV4 კი არა მარტო ეკონომიურია, არამედ გაცილებით იაფიც ღირს. ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი წინაამძრავიანი TOYOTA RAV4-ის ფასი არის მხოლოდ 24 900 დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც ფასთან შესაბამისობის კლასში საუკეთესო მაჩვენებელს ნიშნავს. RAV4-ის ასეთი ვერსია განსაკუთრებით მიმზიდველია ქალბატონებისთვის.

TOYOTA RAV4-ის, ისევე როგორც „ტოიოტას“ სხვა მოდელების, კიდევ ერთი უმთავრესი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მეორადი ავტომობილის რანგში მისი გაყიდვა ყოველთვის ადვილია. სანდო, საიმედო და გამძლე ავტომობილის შეძენის მსურველს ადვილად იპოვით და რაც მთავარია, RAV4 გაუფასურების კრიტერიუმშიც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლით გამოირჩევა - მეორადის რანგში ყოველთვის უშუალო კონკურენტებზე ძვირად ფასობს.

ახალი RAV4 2013 წლიდან გამოდის და ამ ხნის განმავლობაში კონკურენტების უმეტესობას ახალი მოდელები ჯერ კიდევ არ შეუქმნიათ. ამას დაუმატეთ გაუმჯობესებული პირობები და მართვის მახასიათებლები, ბრენდ “ტოიოტასთვის” დამახასიათებელი სანდოობა და ხარისხი, უშუალოდ RAV4-ის საიმედოობა, რაც დრომ, კონკრეტულად კი 20-მა წელიწადმა გამოსცადა, მისი მისაღები ფასი და მიხვდებით, რომ TOYOTA RAV4-ის სახით თქვენ წინაშეა სრულყოფილი თანამედროვე ქროსოვერი, რომელიც იმედებს არავის უცრუებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42