ოპოზიციური ფორმატის ძირითადი მესიჯი საარჩევნო გარემოს რადიკალური შეცვლაა - ხარატიშვილი
პოზიცია - 20:37, 06 Oct, 2014     1853

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო-პოლიტიკური გარემოს გასაუმჯობესებლად შექმნილ ერთობლივ ფორმატზე ისაუბრა.

ინტერპარტიულმა ჯგუფმა, რომელშიც 13 პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული საკუთარი ინიციატივები არასამთავრობო ორგანიზაციებს დღეს, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

„დღეს პოლიტიკური გაერთიანებები, ანუ პოლიტიკური პარტიები შევიკრიბეთ, იმისათვის, რომ განვაცხადოთ: ვქმნით ინტერპარტიულ ფორმატს, რომელიც მზად არის აქტიურად იმუშაოს საარჩევნო გარემოს ფუდამენტურ გაუმჯობესებაზე. ეს იყო ძირითადი თემა და ძირითადი მესიჯი რაც ამ შეკრებაზე ითქვა. გარდა ამისა და გარდა იქ მყოფი პარტიებისა, კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პარტიაა, რომელიც მზად არის ამ ფორმატში იმუშაოს, ასე რომ დღევანდელი შეხვედრის შემდგომი ნაბიჯი უკვე ინტერპარტიულ ფორმატში, აი ამ პარტიების საერთო შეკრება იქნება“,- განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

ხარატიშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ აქვს სურვილი, რომ საარჩევნო გარემო შეცვალოს.

„ამ ხელისუფლებას თავისი წინამორბედების მსგავსად, არანაირი სურვილი არ აქვს, კანონმდებლობით მინიჭებულ უპირატესობაზე უარი თქვას, რა თქმა უნდა ამის სურვილი არ ექნება. ახლა აქტიური პროცესი მიმართულია იქითკენ, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, პოლიტიკური აქტივობების ფარგლებში, დავითანხმოთ ხელისუფლება, რადიკალურად შეცვალოს საარჩევნო გარემო, გახადოს თანაბარი შესაძლებლობები, იმიტომ რომ ამგვარი გაგრძელება მძიმე შედეგებით დასრულდება, არამარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. ამიტომ, მე იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, რომ ამ თემებზე, ამგვარ ფუნდამენტურ საკითხებზე იმუშაოს“,- აღნიშნა ხარატიშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში.

მისივე თქმით, ამ სფეროში აქტიურად არის ჩართული „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“, რომლისგანაც პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას ელიან.

„ამ სფეროში აქტიურად არის ჩართული „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“ და ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა, ტრადიციულად მივმართეთ, რომ მათ ამ პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა გააკეთონ და სავარაუდოდ, იქიდან დადებითი პასუხი იქნება“,- დასძინა ზურაბ ხარატიშვილმა.

ინტერპარტიული ჯგუფი აქცენტს საარჩევნო კოდექსში არსებულ რამდენიმე საკითხზე აკეთებს. შემუშავებულია აუცილებელი ცვლილებების გარკვეული ჩამონათვალიც, მათ შორისაა საარჩევნო სისტემის ცვლილება, საარჩევნო სიების ბიომეტრიული ტექნოლოგიებით ფორმირება, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის თანაბარი საარჩევნო პირობების უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული რესურსით მანიპულაციის აღკვეთა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42