რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი ორგანიზაცია ”ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთა ჯგუფი” პუტინის იუბილეზე, 7 ოქტომბერს, მოსკოვში გამოფენას აწყობს, სახელწოდებით ”პუტინის 12 გმირობა”.
გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, ვლადიმერ პუტინი თანამედროვეობის ჰერაკლეა და მითოლოგიური ჰერაკლეს მსგავსად მასაც დიდი გმირობები აქვს ჩადენილი, პუტინის ”გმირობების” მიხედვით ნახატები შეიქმნა, რომლის ნახვაც დამთვალიერებელს ”პრომოფოტოს” სტუდიაში შეეძლებათ.
ჰერაკლეს 12 გმირობას მხატვრებმა პუტინის შესაბამისი ”გმირობები” მიუსადაგეს:
"ნემეის ლომი"- ბრძოლა ტერორიზმთან
"ლერნეს ჰიდრა"- პასუხი სანქციებზე
"კერინიის ფურირემი"- ოლიმპიადა სოჭში
"ერიმანთოსის ტახი"- ოლიგარქიის ლიკვიდაცია
"ავგეას თავლების გაწმენდა"-კორუფციასთან ბრძოლა
"სტიმფალიდები"-სირიის დაბომბვის შეჩერება
"კრეტას ხარი"- ყირიმი
"დიომედეს ულაყები"- ”მისტრალის” კონტრაქტი
"ამორძალთა დედოფლის სარტყელი"- ”ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენის მშენებლობა
"გერიონის ხარები"- გაზის კონტრაქტი ჩინეთთან
"ჰესპერიდების ვაშლები"-” მინსკის შეთანხმების” მიღწევა
"ცერბერი"- ბრძოლა ამერიკასთან.

მასალის გამოყენების პირობები






