პროკურატურა ბრალდებული პოლიციელის აღკვეთ ღონისძიებაზე განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 17:29, 06 Oct, 2014     1681

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მირზა ბუჩუაძის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს ლაშა ჯიხვაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლაშა ჯიხვაშვილს ბრალი მკვლელობასა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლაშა ჯიხვაშვილისა და მისი კოლეგების მიერ მაღაზიის დაკვირვების კამერების ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დადგენილი იქნა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი - წარსულში ორჯერ ნასამართლევი, 1993 წლის 7 მაისს დაბადებული მირზა ბუჩუაძე.

იმავე დღეს ზემოაღნიშნულ მაღაზიასთან მყოფმა ლაშა ჯიხვაშვილმა ავტომანქანით მოძრავი მირზა ბუჩუაძე შეამჩნია და კოლეგებთან ერთად ფეხით დაედევნა. ბუჩუაძემ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ჩიხში შეუხვია, ავტომანქანა მოაბრუნა და უკან იგივე გზის გავლით მოძრაობდა, რა დროსაც ჯიხვაშვილმა ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა. მირზა ბუჩუაძე მოთხოვნას არ დაემორჩილა და გააგრძელა გზა. ამის შემდეგ ლაშა ჯიხვაშვილმა ავტომანქანის მიმართულებით გაისროლა, რასაც მ. ბუჩუაძის გარდაცვალება მოჰყვა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42