ლაფანყურის საქმე გამოძიებულია - გამოკვეთილია მინიმუმ სამი ქვეყნის სპეცსამსახურების კვალი
სამართალი - 14:48, 06 Oct, 2014     9421

ლაფანყურის საქმე გამოძიებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

„რამდენადაც ვიცით, ლაფანყურის საქმე გამოძიებულია. დადგენილია კონკრეტული პირები, გამოკვეთილია კონკრეტული სახელები და გვარები და თუ არ ვცდები, გამოკვეთილია მინიმუმ სამი ქვეყნის სპეცსამსახურების კვალი და ინტერესები. დანარჩენი ჩვენი კომპეტენცია არ არის. შესაბამისად, ვერ გეტყვით, რა ხდება საგამოძიებო ორგანოებში“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი.

ვინ არიან ის კონკრეტული პირები, ვინც გამოძიებამ დაადგინა?

ჩვენ გამოძიების პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია. არ ვიცით, რა ხაზზე გავიდნენ და რა დამამძიმებელი გარემოებები გამოიკვეთა. ამიტომ, ვერ გეტყვით, რა სახელები და გვარები გამოჩნდა იმათ გარდა, რომლებიც თავის დროზე გამოაქვეყნა ჩეჩნეთის მხარის კომისიამ და მომხდარიდან რამდენიმე ხნის შემდეგ საკუთარი დასკვნა დადო. მაშინ ჩვენც შემოგვთავაზეს მონაწილეობა ამ გამოძიებაში, მაგრამ, ვინაიდან ამ ჯგუფთან იდეური და პოლიტიკური თანხვედრა არ გვაქვს, ჩვენ უარი ვთქვით. სამაგიეროდ, საქართველოში, ოფიციალურ სტრუქტურებში გამოძიება ისე წავიდა, რომ ჩვენი აზრითაც არავინ დაინტერესებულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამხილეთ ეს სიბინძურე, რის გამოც ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ დავდექით თავის დროზე.

რას გულისხმობთ?

ჩვენი ორგანიზაციის ლიდერების ფიზიკურ ლიკვიდაციაზეც კი იყო საუბარი.

ვისი მხრიდან?

არამარტო წინა ხელისუფლების მხრიდან. როგორც ჩანს, კავკასიის ფარგლებს გარეთაც ძალიან შევუშალეთ ხელი ვიღაცას.

ვინ გემუქრებოდათ?

მაშინ ჩვენმა აზერბაიჯანელმა მეგობრებმა გაგვაფრთხილეს, ძალიან სერიოზული პრობლემები შეგექმნებათო.

ვისი მხრიდან?

„ნაციონალური მოძრაობისა“ და ფსევდოისლამური რადიკალური მიმართულებიდან. ფულის საჭრელი საამქრო ჰქონდათ გაკეთებული და ვის ესიამოვნებოდა, ჩვენ რომ ის მარშრუტი ვამხილეთ, რა გზითაც მიერეკებოდნენ კავკასიელებს სირიაში სასაკლაოზე საქართველოდან თურქეთის გავლით.

– ამბობენ, რომ ეს თემა დღესაც დგას დღის წესრიგში. ზოგიერთი ინფორმაციით, ძირითადი ნაკადი პანკისიდან გადის იქ მცხოვრები დევნილი ჩეჩნების სახით. გასამრჯელოსაც სერიოზულს იღებენ...

პანკისის ხეობაში და საქართველოს ტერიტორიაზე არავინ იწვრთნება. საქართველოს ტერიტორიაზე ეს მარშრუტი აღარ მუშაობს. საქართველოს მოქალაქე სირიაში იქნება, ერაყში თუ პარიზში, ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობის სფერო აღარ არის არც კავკასიელების და არც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.... როდესაც ჩვენ ეს მარშრუტი გავშიფრეთ, მაშინ წინა ხაზზე გავედით და საქართველოს ავაცილეთ ლოკალური ბრძოლები პანკისის ხეობაში, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა რუსეთის „სპეცნაზის“ შემოსვლა და ქალაქ თბილისს თავიდან ავაცილეთ მინიმუმ ორი ტერაქტი მეტროში. ამის გამო მადლობაც არავის უთქვამს. სამაგიეროდ ვიღაცებმა ქულები ჩაიწერეს, სავარძლებში ჩასხდნენ და დიდების შარავანდედი დაიდგეს თავზე.

საქართველო–დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში, საქართველოს შს სამინისტრომ ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაცია 2012 წლის 28 აგვისტოს გვიან ღამით დაიწყო. მაშინდელი შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. სახალხო დამცველმა დღეს განაცხადა, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციიდან 2 წლის შემდეგაც სიმართლე დაუდგენელია.

წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42