ჩინელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რის შედეგადაც დაამტკიცეს, რომ ადამიანის ტვინში ინტერნეტ-დამოკიდებულება გარკვეულ დაზიანებებს იწვევს, განსაკუთრებით კი ყურადღების კონცენტრაციაზე მოქმედებს. ასევე, ხელს უშლის ემოციების ფორმირებასა და გადაწყვეტილების მიღებას.
ექსპერიმენტში მონაწილეობა 35-მა მოხალისემ მიიღო, რომელთა ასაკი 12-დან 22 წლამდე მერყეობდა. თითოეულმა მათგანმა სპეციალური ცნობარი შეავსო, რომელიც შეიცავდა კითხვებს მათ დამოკიდებულებაზე ინტერნეტთან დაკავშირებით. შედეგებმა აჩვენა, რომ 17-მა ახალგაზრდამ აღიარა, რომ ინტერნეტ-დამოკიდებულება აწუხებს.
მოგვიანებით თითოეულ მათგანს თავის ტვინის სკანირება ჩაუტარეს, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ინტერნეტ-დამოკიდებულთა ტვინში იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლ-დამოკიდებულთა და ნარკოტიკ-დამოკიდებულთა შემთხვევაში.
მასალის გამოყენების პირობები






