ხმაური ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მირზა ბუჩუაძის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებენ.
პროცესზე გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებმა პოლიციელის მისამართით გაურკვეველი საგანი ისროლეს. ინციდენტის დროს ცუდად გახდა მირზა ბუჩუაძის მამიდა. ატეხილი ხმაურის გამო ბრალდებულს სასამართლო დარბაზი სასწრაფოდ დაატოვებინეს. პროცესი ამ დრომდე არ განახლებულა.
ბუჩუაძის ახლობლები ბრალდებულის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვენ. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
3 ოქტომბერს დევნის ოპერაციის დროს პოლიციელმა სასიკვდილოდ დაჭრა 22 წლის მირზა ბუჩუაძე. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. პოლიციელის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






