ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გარდაცვლილი მირზა ბუჩუაძის ოჯახის წევრები იმყოფებიან.
ბუჩუაძის ოჯახის წევრები დაკავებული პოლიციელის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. გარდაცვლილის ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ მირზა ბუჩუაძემ მაღაზია გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბუჩუაძის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელის სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებას დღეს შეუფარდებს.
3 ოქტომბერს დევნის ოპერაციის დროს პოლიციელმა სასიკვდილოდ დაჭრა 22 წლის მირზა ბუჩუაძე. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. პოლიციელის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






