ნატო-ს ხელმძღვანელის განცხადებები რადიკალურად განსხვავდება წინამორბედისგან - ექსპერტი
მსოფლიო - 13:01, 06 Oct, 2014     2336

ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებებს ქართველი ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აფასებს. სტოლტენბერგის შეფასებით, ნატო საკუთარ ჯარებს იქ განათავსებს, სადაც მოუნდება. აღმოსავლეთის ქვეყნებს კი რუსეთის არ უნდა ეშინოდეთ, რადგან ალიანსი მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. როგორც ლაგაზიძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, მსგავსი განცხადებები რადიკალურად განსხვავდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წინამორბედი ხელმძღვანელობის განცხადებებისგან.

„მისასალმებელია ეს განცხადება, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ნატო, ისევე როგორც ნებისმიერი დასავლური სტრუქტურა ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა. თუ ნატო-ს ახალი ხელმძღვანელობა დაძლევს წინა მორბედის ცუდ ტრადიციას და იქნება უფრო კრიტიკული და ქმედითი, იმიტომ, რომ მხოლოდ ვერბალურ დონეზე რუსეთს ვერ შეაშინებ. იმ სანქიცებისაც არ ეშინია რასაც მის წინააღმდეგ ამოქმედებენ, ხვდება, რომ ეს სანქციები ორლესული მახვილივით არის, მას თუ ურტყამს, ურტყამს იმ ქვეყნებსაც, რომლებმაც ისინი შემოიღეს.

გრიბაუსკაიტეს პოზიცია, დღევანდელი დასავლეთის დიაგნოზია - არავის დღეს არ შესწევს პუტინის დამარცხების ძალა. თუ ნატო-ს ახალი ხელმძღვანელობა რუსეთთან მიმართებით შეძლებს ახალი ტაქტიკისა და ხედვის შემუშავებას, ეს მხოლოდ ჩვენთვის არ იქნება კარგი, ეს იქნება მათთვისვე კარგი.

არავინ იცის სადამდე შეიძლება წავიდეს პუტინი საკუთარ მოქმედებებში. ისინი ამ განცხადებებით საკუთარ უსაფრთხოებას იცავენ და არა მხოლოდ იმ ქვეყნებისა, რომლებიც მათი სტრატეგიული პარტნიორები არიან და რომლებსაც უზარმაზარი იმედგაცრუება აქვთ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის ფონზე.

ნებიმსიერ შემთხვევაში ასეთი ტიპის განცხადება არის რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ისმოდა და რა თქმა უდნა არის იმედის მომცემი. ერთია მაპი, რომელიც თავისთავად არაფრის გარანტი არ არის და მეორეა, ნატო-ს ჯარების განლაგების თემა, რომელიც საქართველოს არ ეხება, მაგრამ ის, რომ ნატო შეიძლება ფსიქოლოგიურად გათავისუფლდეს რუსეთის წნეხისგან, ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი შეღავათის მომცემი“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42