სოფელ კაზლარში ცემით გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდას ოჯახის წევრები კვლელობაში დამნაშავე პირების დაპატიმრებას ითხოვენ.
მათი ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდას არასრულწლოვანი გოგონას მოტაცების გამო გოგონას ოჯახის წევრებმა სცემეს.
ადგილორივები ამბობენ, რომ მამაკაცს 5 საათის განმავლობაში სცემდნენ რის შედეგადაც 22 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სოფელ კაზლარის მოსახლეობა აცხადებს, რომ არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი მისი გათხოვების წინააღმდეგი იყო.
"მსგავსი შემთხვევა აქ არავის ახსოვს. ბიჭისთვის ხელფეხი შეუკრავთ. გოგონას მამა და ძმებ 12 საათიდან დილის 5 საათამდე სცემდნენ. ცემით არის მოკლული. მხეცი არ გააკეთებდა ამას“, - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დამნაშავე ოჯახის უფროსი უკვე დააკავეს. 1972 წელს დაბადებული ნოვრუზ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისივე სოფელში აიყვანეს.
გამოძიების ცნობით, ნოვრუზ ქ-მ ღამით, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ჯოხით სცემა 1993 წელს დაბადებული ულფუკარ კ, რომელიც ფარულად შეიპარა ნოვრუზ ქ-ს საცხოვრებელ სახლში და მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის ცოლობის მიზნით მოტაცებას შეეცადა.
დაკავებული ჩადენილ დანაშულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კკოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






