საკუთარი ხელით გაისროლა კიწმარიშვილმა თუ გაისროლა სხვამ - ექსპერტის ინიციატივა
სამართალი - 17:43, 04 Oct, 2014     2474
კიწმარიშვილის საქმის გამოძიების პირველად შედეგებს პროკურატურა უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს, - როგორც პროკურატურიდან გამოსულმა ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა პროკურატურაში ყოფნისას მას გამომძიებლებმა მხოლოდ საქმის მცირე ნაწილი გააცნეს. "მე მოვახერხე საქმის მხოლოდ მცირე ნაწილი მენახა, საქმე კი დაახლოებით 6-ი დიდი ტომია. ექსპერტები და ადვოკატები ამ წუთებშიც იმყოფებიან პროკურატურაში და აგრძელებენ სამუშაოს. ვფიქრობთ ეს რეჟიმი შენარჩუნებული იქნება დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში და ვფიქრობ ამ დროშ მთავარი რაც არის საქმეში ჩვნეთვის ცნობილი გახდება,"-განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

პროკურატურაში იმყოფება საქმის ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, რომელიც პროკურატრუას ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე ექსპერიმენტის ჩატარებას სთავაზობს. მისი თქმით, მას გააჩნია ექსპერიმენტის თემა, რომელიც ექსპერტის ვარაუდით, უპასუხებს შეკითხვას, საკუთარი ხელით გაისროლა ეროსი კიწმარიშვილმა, თუ გასროლა განახორციელა სხვამ. "თუკი ჩემმა ინიციატივამ რომელსაც პროკურატურას შევთავაზებ, კრიტიკას გაუძლო, დიდი მოლოდინით დაველოდები შედეგს, რომელიც ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ დადგება", - განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა.

რამდენიმე საათია ეროსი კიწმარიშვილის ოჯახისწევრები, ადვოკატი და დამოუკიდბელი ექსპერტები, თბილისის პროკურატურაში კიწმარიშვილის საქმის მასალებს ეცნობიან.

ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფარეხში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი მიმდინარე წლის 15 ივლისს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42