36 წლის ქალს, რომელიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადა, ორგანო დონორისგან გადაუნერგეს, დონორი მისი 60 წლის ნათესავი იყო.
ამ დრომდე, ამ დიაგნოზის ქალებს, დედად გახდომა მხოლოდ სუროგატი დედის დახმარებით შეეძლოთ, შემთხვევა, როდესაც ქალმა ბავშვი გადანერგილი საშვილოსნოთი გააჩინა მსოფლიოში პირველია.
როგორც ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი Lancet-ი წერს, ბავშვი დროზე ადრე დაიბადა, მისი წონა 1კგ 800გრ- ია. ექიმების განცხადებით ბავშვიც და დედაც თავს კარგად გრძნობს.
ქალი ერთ-ერთია, იმ ექსპერიმენტში მონაწილე 9 ქალბატონიდან, რომლებსაც 1 წლის წინ საშვილოსნოები გადაუნერგეს.
ექსპერიმენტში მონაწილე ქალები,ზოგი საშვილოსნოს გარეშე დაიბადა, ზოგს კი ეს ორგანო საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზის გამო ამოუღეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექსპერიმენტის მონაწილე კიდევ ორი ქალია ამჟამად ფეხმძიმედ.
საშვილოსნოს გადანერგვა ძალიან რთული ოპერაციაა, ამ ორგანოსთვის სისხლისმიწოდების სისტემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე.
ამ შემთხვევამდე, გადანერგილი საშვილოსნოთი ბავშვის გაჩენის მცდელობა ორჯერ იყო - თურქეთში და საუდის არაბეთში, თუმცა ორივე შემთხვევაში პაციენტებმა ბავშვის შენარჩუნება ვერ შეძლეს.
მომზადებულია www.bbc.com -ის მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები