მოკლული მირზა ბუჩუაძის ახლობლები პოლიციელის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ
სამართალი - 12:34, 04 Oct, 2014     15418

ქუთაისში პოლიციელის მიერ მოკლულის ნათესავები გამოძიების ობიექტურად ჩატარებას და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

გუშინ დევნისას პოლიციელის მიერ მოკლული ახალგაზრდა უკვე სახლშია გადასვენებული. მისი ახლობლები კი, რომლებიც გუშინ რეანიმაციულ განყოფილებაში ძალის გამოყენებით ცდილობდნენ შეჭრას, დღეს უკვე შიშობენ, რომ, შესაძლოა, გამოძიება ობიექტურად არ ჩატარდეს.

გუშინ მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ კრიმინალისტები. ექსპერტიზა ჩაუტარდა ავტომობილს, რომელშიც გარდაცვლილი მირზა ბუჩუაძე იჯდა.

ქუთაისში მომხდარ ფაქტზე პირველი კომენტარი გააკეთა პრემიერმაც. ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარს "ცუდი ფაქტი" უწოდა. პრემიერის შეფასებით, გუშინ შს სამინისტრომ და პროკურატურამ მყისიერი რეაგირება მოახდინეს და პირობას დებს, რომ პოლიციელი ჩადენილ დანაშაულზე პასუხს აგებს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42