საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია თემატური სესიებით გრძელდება. დელეგატები ევროპის წამყვანი კლინიკებიდან განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნეირომეტაბოლური დაავადებები, კოლორექტალური ონკოლოგია, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები და დერმატოლოგიური პათოლოგიები.
საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია ქართულ–ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის (GIMPHA) ორგანიზებითა და „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ (ოქროს სპონსორი) მხარდაჭერით 3 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დაიწყო. ღონისძიების მიზანია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი სამედიცინო საზოგადოების გამოცდილების გაზიარება და პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში.
აღნიშნული კონფერენციის ოქროს სპონსორია „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“- ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელი საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები