ჯიჰადისტებმა ბრიტანელ მძევალს ალან ჰენინგს თავი მოჰკვეთეს
მსოფლიო - 01:19, 04 Oct, 2014     7469

ჯიჰადისტებმა სიკვდილით დასჯის კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელეს, ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა სიკვდილით ამჯერად 47 წლის ბრიტანელი ალან ჰენინგი დასაჯეს. ბრიტანელი ტაქსის მძღოლი ტერორისტებმა მძევლად გასული წლის დეკემბერში აიყვანეს.

ვიდეოში მოსაუბრე ჯიჰადისტი აცხადებს, რომ პირველი ბრიტანელის, დევიდ ჰეინსის სიკვდილი დევიდ კემერონის ბრალია, რომელმაც ისლამურ სახელმწიფოზე შეტევა გადაწყვიტა, ალან ჰენინგის სიკვდილში, კი ბრიტანეთის პარლამენტი დაადანაშაულა, რომელმაც კემერონს ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად თანხმობა განუცხადა.

ჯიჰადის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ასევე ჩანს მათი პოტენციური მსხვერპლი, 24 წლის ამერიკელი- პეტერ ედვარდ კეისინგი, ომის ვეტერანი ,რომელიც მძევლად აყვანამდე არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა. ორგანიზაცია სირიის კრიზისის პერიოდში ლტოლვილებზე ზრუნავდა.

გავრცელებული ვიდეო შეიცავდა შემზარავ კადრებს. მასში ნათლად ჩანდა, როგორც სიკვდილით დასჯის მომენტი, ასევე ნაჩვენები იყო ალან ჰენინგის მოჭრილი თავიც. youtube-ის ადმინისტრაციამ ვიდეო გავრცელებიდან უახლოეს პერიოდში წაშალა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42