საზარელი ფაქტი - შურის გამო დებმა გოგონა დანით დაამახინჯეს
მსოფლიო - 23:54, 03 Oct, 2014     12574
16 და 18 წლის ასაკის დები თავს დაესხნენ თინეიჯერ გოგონას და ის საშინელებათა ფილმის ”საბავშვო თამაშების” პერსონაჟს ჩაკს დაამსგავსეს.

15 წლის ჯულია ალვარესი მეგობრის სახლიდან ბრუნდებოდა, როდესაც გზაში ორ დას შეხვდა, დებმა ჯულიას მუშტებით ცემა დაუწყეს, ძირს დააგდეს და შემდეგ დანებით სახე დაუჩეხეს.

”ყველა ამბობს, რომ შენ ლამაზი და მომხიბვლელი ხარ, მაგრამ ისე გავაკეთებთ, რომ ხალხმა საყვარელი გოგონას მაგივრად საშინელი ”ჩაკი” დაგიძახონ”- უთხრეს დებმა ჯულიას და სახეში და სხეულზე დანა რამდენჯერმე ჩაარტყეს.

უბედური მოზარდი სისხლის გუბეში ეგდო, როდესაც ის გამვლელმა შეამჩნია და სასწრაფოს გამოუძახეს.

ჯულიას მხოლოდ ზურგზე 20 ნაკერის დადება დაჭირდა და გაცილებით მეტი, რამდენიმე ათეული ნაკერი მას სახეზე დაადეს.

არგენტინის პოლიციას არ სურდა საქმეში ჩართულიყო, მაგრამ მძაფრი პროტესტის შემდეგ საქმის გამოძიება დაიწყეს, დამნაშავე დები დააკავეს, 16 წლის დას არასრულწლოვნების გამო პატიმრობა არ შეუფარდეს, ხოლო 18 წლის და უკვე საპატიმროშია.

”ისინი ემუქრებოდნენ ჩემს დას, მაგრამ ეს ჩვენ სერიოზულად არ მიგვიღია, მე ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მათ მსგავსი რამის გაკეთება შეეძლოთ. ყოველ ჯერზე, როდესაც მე ჩემს დას ვუყურებ, მეტირება, მათ ჩემს დას ცხოვრება დაუნგრიეს, ახლა მას სარკეში ჩახედვა აღარ უნდა და თვითმკვლელობაზე ფიქრობს, ამ დებმა ჩვენი ოჯახი გაანადგურეს”- აცხადებს ჯულიას და- იენი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42