ენის ალოკვით განკურნებული დაავადებები -77 წლის ბოსნიელი ბებოს სასწაული
ეს საინტერესოა - 19:43, 03 Oct, 2014     15563
77 წლის ხავა კებიუ ჩრდილოეთ ბოსნიის სოფელ კრნევოდან, გახდა დაუჯერებლად პოპულარული თავისი „ოქროს ენის“ წყალობით, მისი თქმით, მას შეუძლია თვალის ნებისმიერი დაავადების განკურნება თვალის გუგაზე ენის შეხებით.

მკურნალ ბებოსთან სამკურნალოდ ადამიანები ახლო სოფლებიდან და ქალაქებიდან უკვე 40 წელია დაიარებიან.

როგორც ხავა კებიუ აცხადებს, მან თავისი საიდუმლო მკურნალობის ნიჭი აღმოაჩინა მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო. მისი ძმა თვალის სიმშრალით ავადობდა და მან ხუმრობით თვალი აულოკა, ცოტა ხანში კი მისმა ძმამ არმოაჩინა, რომ გაცილებით უკეთ ხედავდა. ამ შემთხვევის შემდეგ, ხავამ გადაწყვიტა თავისი შესაძლებლობები სხვებზეც გამოეცადა.

ქალმა აღმოაჩინა, რომ მას შეუძლია განკურნოს ალერგია, თვალის სიმშრალე, თვალის დაღლილობა, კონიუნკტივიტი და თვალის ჰიპერტენზია. მან ასევე შეძლო შეემცირებინა ისეთი სერიოზული დაავადების სიმპტომები, როგორიცაა კატარაქტა.

რამდენიმე წლის შემდეგ როდესაც ხავამ ოჯახი შექმნა, მისმა ქმარმა ჩათვალა რომ თვალის ლოკვა ეს უბრალოდ მისი ცოლის ფეტიში იყო.

„ თავდაპირველად ჩემი ქმარი ძალიან დაბნეული იყო და არ უნდოდა ეს საქმე მეკეთებინა, მაგრამ ერთხელ მას თვალში ნაპერწკალი მოხვდა, ჩემი მკურნალობის შემდეგ კი თავი უკეთესად იგრძნო და დარწმუნდა, რომ ჩემი ნიჭი ბუნების საჩუქარია და მე უნდა დავეხმარო სხვებსაც“- აცხადებს მკურნალი ხავა.

მკურნალის განცხადებით, ვიდრე თვალის მკურნალობას დაიწყებს ის ენის დეზინფექციას სპირტით ახდენს.

ხავას თქმით, ის იწერდა ყველა იმ ადამიანის ვინაობას, ვისთვისაც მას უმკურნალია 40 წლის განმავლობაში. ის არასოდეს ითხოვდა ანაზღაურებას, უბრალოდ ადამიანები თავად გამოხატავდნენ მადლიერებას და უტოვებდნენ მას ფულს, რისი შესაძლებლობაც ჰქონდათ.

ყოფილა შემთხვევები, რომ ქალს განუკურნია ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ექიმები უიმედოდ თვლიდნენ. ბიჭს, რომელსაც თვალის საშინელი ტკივილები სტანჯავდა და ექიმებმა ბევრი ცდის მიუხედავად ვერაფერი უშველეს, ხავამ თვალის ერთი ალოკვით განკურნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42