მიზეზი იმისა, რატომაც არის წყალი სველი, საკმაოდ რთულია. მეცნიერების დასკვნის თანახმად, რეალურად ადამიანებს წყლის შეგრძნება არ შეუძლიათ, რადგან არ გააჩნიათ რეცეპტორები, რომლებიც წყლის შეხებას აღიქვამენ.
ეს გარემოება ძალიან დიდი ხნის განმავლოაბაში არ აძლევდა მოსვენებას მეცნიერებს, რომლებიც ცდილობდნენ გაეცათ კითხვაზე პასუხი: რატომ გრძნობენ ადამიანები წყალს. როგორც იქნა, მათ პასუხი გასცეს აღნიშნულ კითხვას. ფრანგი მეცნიერების დასკვნით, ეს ყოველივე ორგანიზმის ტემპერატურასა და შემცველობას უკავშირდება, მაშინ როცა სხეული წყალთან კონტაქტში შედის.
ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეობა 13-მა მამაკაცმა მიიღო, რომლებზეც ზემოქმედებას ცხელი, გრილი და ცივი წყლით ახდენდნენ.
ექსპერიმენტის დროს, მათ ეკითხებოდნენ თუ რა ტემპერატურის წყალს გრძნობდნენ ყველაზე მწვავედ. მეცნიერებმა კი დაადგინეს, რომ სისველე განსაკუთრებით აღქმადი მაშინაა, როცა წყალი ცივია.
მასალის გამოყენების პირობები






