უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში ახალ იარაღს კერძოდ ჯავშანსაწინააღმდეგო ტყვიებს იყენებს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ვალერი გალატეიმ ჟურნალისტებთან ვოლფრამის კარბიდისგან დამზადებული ტყვია წარმოადგინა და განაცხადა, რომ დაზვერვამ, აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ათეულობით ასეთი ტყვია მოიპოვა, .
„ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე უახლეს იარაღს იყენებს, მაგალითად ეს ვაზნა არის ჩვეულებრივი ვაზნის მსგავსი, მაგრამ ტყვია არის ვოლფრამის კარბიდისგან დამზადებული. ეს ვაზნა 7,62 კალიბრის დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანისთვის და რუსული ტყვიამფრქვევებისთვის გამოიყენება. ტყვია ჯავშანჟლეტის და ჯავშანტექნიკის დაცვის მეექვსე დონემდე აღწევს. ამგვარი იარაღი შევიდა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში 2013 წელს და ის უკვე დონბასშიც გამოჩნდა“-განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






