თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 20:49, 27 Dec, 2012     643
და ააიპ თბილისის განვითარების ფონდისთვის ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა მოქმედი კანონმდებლობის და საბიუჯეტო კოდექსის დაცვით ხორციელდებოდა. აღნიშნული ფონდების მიერ განახლდა კალა, აბანოთუბანი, ლეღვთახევი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ზაარბრუკენის მოედანი, სამღებროს, საადის, ირგვლივის, ახვლედიანის, ბოტანიკურის, პუშკინის, ტაბიძის, მარჯანიშვილის და სხვა ქუჩები. ასევე განახლდა რიყე, სადაც ქალაქის მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონა - რიყის პარკი გაშენდა, ახალი სიცოცხლე შეიძინა ბოტანიკურმა და არტოს ბაღებმა, პუშკინის ქუჩაზე აღმოჩენილ იქნა თბილისის ისტორიული გალავანი, რომელიც აღდგა და მას ისტორიული იერსახე შეუნარჩუნდა. რეაბილიტირებულ ქუჩებზე გამაგრდა ავარიული შენობების დეფორმირებული საძირკვლები, მოხდა დაბზარულ-დაზიანებული კედლების გაძლიერება. საარქივო მასალების გათვალისწინებით, აღდგა და ავთენტურობა შეუნარჩუნდა შენობების გარე-ფასადებს. მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის მიზნით. გამოიცვალა წყალსადენ-კანალიზაციის ქსელები, მოეწყო უნიკალური სანიაღვრე სისტემები, გადაეწყო ელექტრომომარაგების, კავშირგაბმულობისა და გაზგაყვანილობის ქსელები. გზებზე დამონტაჟდა თანამედროვე, ეკონომიური განათების სისტემები, დაირგო ხეები, ტერიტორიები გამწვანდა და მოეწყო ყვავილნარის კლუმბები. აღნიშნული სამუშაოების განხორციელებით, ასობით ოჯახის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, გაიხსნა ახალი კომერციული ობიექტები, შესაბამისად შეიქმნა სამუშაო ადგილები და თბილისი უფრო მიმზიდველი გახდა, როგორც თბილისელებისთვის, ისე დედაქალაქის სტუმრებისათვის. რაც შეეხება საია-ს დასკვნას ფონდის მიერ მისი კუთვნილი თანხების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის გვერდის ავლით ხარჯვის შესახებ, აღსანიშნავია, რომ "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ შესყიდვების განხორციელებაზე არ ვრცელდება. კერძოდ, აღნიშნული კანონი საერთოდ არ არეგულირებდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ხოლო 2011 წლის 24 ივნისს ამ კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, მიეთითა, რომ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაცვა მხოლოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდს ევალება. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს ზემოაღნიშნული ფონდების მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაცვის აუცილებლობა. შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის გარეშე კი, საია-ს მიერ გაკეთებული დასკვნები შესაძლო კორუფციული სქემების გამოყენების შესახებ, არასერიოზული და ძალიან ზედაპირულია, რისი გაკეთების უფლებას უფლებდაცვითი ორგანიზაცია და იურისტთა გაერთიანება თავის თავს არ უნდა აძლევდეს. რაც შეეხება თანხების ხარჯვის დეტალურ ანგარიშს, კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ საგამოძიებო სამსახურების მიერ უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს ფონდების საქმიანობის შესწავლა, მათ მიერ ამოღებულია შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია, დაკითხულია როგორც ფონდის თანამშრომლები, ასევე მერიის თანამდებობის პირები და იმედი გვაქვს, გამოძიება ობიექტურად, ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენის გარეშე წარიმართება და საზოგადოებისთვის მხოლოდ სიმართლე იქნება მიწოდებული", - აღნიშნულია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42