პროკურატურა ზურაბ კიწმარიშვილს დაზარალებული უფლებამონაცვლედ ვერ ცნობს
სამართალი - 14:48, 02 Oct, 2014     1341
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ კიწმარიშვილის შუამდგომლობა, დაზარალებულის უფლებამონცვლედ ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

,,2014 წლის 29 სექტემბერს, თბილისის პროკურატურას მიმართა ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა შუამდგომლობით დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისა და საქმის მასალების გაცნობის შესახებ. გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოცემულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით:

მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ პირის ცნობის ორ წინაპირობას: 1) ახლო ნათესაური კავშირი გარდაცვლილთან და 2) გარდაცვლილის მიმართ მესამე პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, პირის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისათვის აუცილებელია დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენა, რის გარეშეც კანონი პირის დაზარალებულად ცნობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

გამოძიების ამ ეტაპზე საქმეზე მოპოვებული ასეულობით მოწმეთა ჩვენებებზე, დოკუმენტაციაზე, ვიდეოჩანაწერებზე, ნივთიერ მტკიცებულებებზე და ათეულობით ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით არ არის გამოკვეთილი რაიმე გარემოება, რაც მოგვცემდა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება გამოწვეულია სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედებით. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის არ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძველი ზურაბ კიწმარიშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისათვის, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაწილში ვერ დაკმაყოფილდება. აღნიშნული კანონით დადგენილ ვადაში განემარტა გარდაცვლილის ძმას ზურაბ კიწმარიშვილს.

ამასთან, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით და გამოძიების მიმდინარეობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, პროკურატურამ გამოიჩინა კეთილი ნება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ე.კიწმარიშვილის ძმას ზურაბ კიწმარიშვილს მიეცეს საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა, რითაც მისთვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი იქნება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებები. საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ ასევე ზურაბ კიწმარიშვილის ადვოკატს და ასევე მის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტებს.

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ე.კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე და გეგმავს საქმეზე მიმდინარე ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, უახლოეს მომავალში მოახდინოს საქმის მასალების და გამოძიების შედეგების გასაჯაროება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42