ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა 12 წლის წინ გატაცებული გოგონა, დღეისათვის 17 წლის საბრინა ალენი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ დასავლური მედია ავრცელებს.
2002 წელს 4 წლის საბრინას მამამ სამართალდამცავებს მიმართა და შვილის დაკარგვის შესახებ განაცხადა. გოგონას მამის განცხადებით, იგი მეუღლესთან გაცილებული იყო, საბრინას დედას კი გოგონა მამასთან საღამოს საათებში უნდა მიეყვანა, თუმცა, მსგავსი რამ არ მოხდა. სპეცსამსახურებმა გაარკვიეს, რომ ქალბატონმა შვილი მექსიკაში წაიყვანა. მიზეზი კი შემდეგი აღმოჩნდა: იმ დროისათვის მიმდინარეობდა სასამართლო დავა და დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ ქალბატონისთვის დედობის უფლება ჩამოერთვათ.
გოგონას ძებნის პროცესმა 12 წელი დაიკავა. ქალბატონმა მისი და შვილის სახელები შეცვალა და საცხოვრებლად ერთ ქალაქში დიდხანს არ ჩერდებოდა. სპეცოპერაციის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






