ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს შესახებ ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია გამოქვეყნდა.
რეზოლუციის ტექსტში მოხვდა საქართველოს ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები, კერძოდ ბაჩო ახალაიას პროცესი და მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების საქმე.
„ასამბლეა მიესალმება 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას. მიუხედავად პოლარიზებული და დაძაბული საარჩევნო გარემოსი, დემოკრატიული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იყო. ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად საქართველოში ამ არჩევნებმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური ძალაუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა. ეს მიღწევა ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მივულოცოთ და ეს უნდა იყოს მაგალითი მთელი რეგიონისთვის.
ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებას თან სდევდა პოლარიზებული და ანტაგონისტური პოლიტიკური კლიმატი. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილისა და კოალიცია „ქართული ოცნების: მთავრობის კოაბიტაციის პერიოდში. ვწუხვართ იმის გამო, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეს დაძაბულობა ბევრ პოზიტიურ ცვლილებას ჩრდილავდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ათასობით მათ აქტივისტსა და მხარდამჭერს რეგულარულად კითხავდნენ და დაშინების მეთოდსაც იყენებდნენ. მთავარი ოპოზიციიური პარტიის წარმომადგენლებზე კი, მათ შორის პარლამენტის წევრებზე, განხორციელდა ძალადობრივი თავდასხმა.
აღსანიშნავია, რომ ორწლიანი მმართველობის შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების თითქმის ყველა მაღალჩინოსანი დაკავებულია, წაყენებული აქვთ ბრალდებები ან მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. დაკავებულნი არიან საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაია და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავიდ კეზერაშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს.
ძლიერი და გამოცდილი ოპოზიციის გამოჩენამ, კარგად ორგანიზებულ მმართველ კოალიციასთან ერთად გააძლიერა პარლამენტისა და პარლამენტარიზმის როლი საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში. მეტიც, ბევრ შემთხვევაში პარლამენტმა მიაღწია კონსესუსს ძირითადი პოლიტიკური გამოწვევების გადაჭრისას.
ასამბლეა მიიჩნევს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი განვითარება და ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს ძირითადი ევოლუცია.
ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც დაემყარება ფართო კონსესუსს და, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუციების პლუარისტულ ხასიათს.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას განხილულ იყოს ყველა პროპორციულ-რეგიონული საარჩევნო სისტემა, ღია სიების საფუძველზე, რომელზეც შეთანხმდება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების უმეტესობა. ასამბლეა მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს ცვლილებების განხორციელებისგან სადავო ან განხეთქილების ენით, ან იმ მეთოდით, რაც დაარღვევს ქვეყანაში ნებისმიერი უმცირესობის უფლებებს
მივესალმებით კონსტიტუციური რეფორმებისთვის სახელმწიფო კომისიის შექმნას და რეკომენდაციას უწევს, რომ კონსტიტიციური რეფორმების სახელმწიფო კომისიამ მჭიდროდ ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
ასამბლეა კიდევ ერთხელ ახსენებს საკუთარ შეშფოთებას საქართველოში მართლმსაჯულებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მივესალმებით ყოვლისმომცველი რეფორმების პაკეტის მიღებას სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემისთვის, რომლის მიზანიც სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. მივესალმებით ნიშნებს, რომ სასამართლო ახლა უფრო დამოუკიდებლად მუშაობს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ზოგიერთი სენსიტიური სასამართლო საქმის სამართალწარმოებისას, მათ შორის ხელისუფლების ყოფილი წევრების, გამოვლინდა ხარვეზები, რომელიც უნდა გადაიჭრას. წუხილით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ მიაღწია კონსეუსს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი წევრის არჩევანისას. ამიტომ საჭიროა სასამართლო სისტემის, მათ შორის პროკურატურის შემდგომი რეფორმების გატარება.
ასამბლეა მოუწოდებს პარლამენტს, შესამჩნევად შეამციროს სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდი მოსამართლეებისთვის, რომლებიც უვდადოდ უნდა დაინიშნონ, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროპული სტანდარტები. ასამბლეა ასევე მოუწოდებს პარლამენტს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებების შეტანისკენ ასეთი დანაშაულებებისთვის შესაძლო თავისუფლების აღკვეთის აცილების მიზნით.
ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში წინასწარი პატიმრობის ფართოდ გამოყენებასთან დაკავშირებით. ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ პატიმრობა გამოყენებული უნდა იყოს როგორც უკიდურესი ზომა, როდესაც არსებობს აშკარა მიმალვის, მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევის მცდელობა ან სერიოზული რისკი, რომ პიროვნება ჩაიდენს სერიოზულ დანაშაულს ან საფრთხეს უქმნის საზოგადოებს წესრიგს და ეს არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს მკაფიო ინსტრუქციები პროკურატურასა და სასამართლოებისთვის, რათა უზრუნველყოს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის მოთხოვნების სრული დაცვა და მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებთან სრული თავსებადობა წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციონერებისა და ყოფილი ხელისუფლების
წარმომადგენელთა ოჯახის წევრების წევრების საკუთრების დაყადაღების ფართო გამოყენებასთან დაკავშირებით ისეთი სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებიც არ შეიცავს ბრალდებებს უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულება მოწმეთა ჩვენებებისა და ნაფიცმსაჯულთა შესახებ“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
მასალის გამოყენების პირობები






