„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის ცემის გამო დაკავებულ ორ პირს ბრალს დღეს წაუყენებენ.
დავით გოგოხიასა და ფარნაოზ ჭკადუას, აღკვეთის ღონისძიების საკითხს, სასამართლო ბრალის წაყენებიდან 24 საათში განიხილავს.
გოგოხიას ადვოკატი, გიორგი ონიანი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე დაკავების შემდეგ ფიზიკური ანგარიშწორება განხორციელდება.
„გოგოხია სასტიკად ნაცემია. მას არასამართლებრივი მეთოდების გამოყენებით ემუქრებოდნენ. დაკავებულს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მას ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, რომ ამ ადამიანის დაზიანებები არ შეესაბამება დაკავების დროს შესაძლო დაზიანებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენეთ სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ორივე ამ უწყებამ მოინახულეს გოგოხია და მათაც აქვთ ის განცდა, რომ ეს დაზიანებები არ შეიძლებოდა დაკავების დროს მიეღო “, - განაცხადა ონიანმა.
ფარნაოზ ჭკადუა და დავით გოგოხია 2 დღის წინ დააკავეს. მათ ბრალად ჯგუფური ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ემუქრებათ.
მასალის გამოყენების პირობები






