საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ
სამართალი - 10:10, 02 Oct, 2014     6355

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახალი საპატრულო სპეც-ავტომობილ „Ford Interceptori“-ის შესწავლის და ექსტრემალური მართვის დაუფლების ორდღიანი ტრენინგი გაიარეს. ტენინგები რუსთავის ავტოდრომზე ჩატარდა.

თეორიული კურსი ამერიკის შეერთებილი შტატებიდან სპეციალურად მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა უილიამ მაქქუსლანდმა, ხოლო პრაქტიკული სწავლება ასევე ამერიკელმა მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა გრეგ პარკეტმა ჩაატარა.

„ექსტრემალური მართვის სწავლება პოლიციის საპატრულო Ford Interceptor-ის მანქანაზე“ მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: Ford Interceptor-ის შესაძლებლობები; ექსტრემალური მართვა და მანევრი, საჭირო საბაზისო მართვის სწავლა და უნარ-ჩვევები. ტრენინგის პირველი დღე თეორიულ კურსსა და ექსტრემალურ მართვას, მეორე დღე კი მთლიანად ჩქაროსნულ მართვას და მანევრებს დაეთმო.

ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა პატრულ-ინსპექტორი დაეუფლება ახალი საპატრულო სპეც-ავტომობილ „Ford Interceptori“-ის მართვას. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ახალი სპეც-ავტომობილებით დედაქალაქის ქუჩებში პატრულირებას ნოემბრის ბოლოდან დაიწყებენ.

„Ford Interceptori“-ი მაღალი გამძლეობით, უსაფრთხოების და მოძრაობის გაძლიერებული მახასიათებლებით გამოირჩევა. იგი სპეციალურად აშშ-ს საპატრულო პოლიციისთვის არის შექმნილი. ახალი სპეც-მანქანა აღჭურვილია სხვადასხვა დამატებითი უსაფრთხოების მოწყობილობით და სისტემით, რომლებიც არ გაჩნია საქართველოში დღეს მოქმედ არცერთ სპეც-ავტომობილს. აღსანიშნავია, რომ „Ford Interceptori“-ის ავტომანქანებს სამწლიანი საექსპლუატაციო ვადა გააჩნია, რაც საპატრულო პოლიციის სარგებლობაში არსებული ავტომაქანების შენახვის ხარჯებს გაცილებით შეამცირებს.

აღნიშნული ავტომანქანის სალონის გამყოფი ტიხარი უზრუნველყოფს, როგორც ეკიპაჟის, ასევე მგზავრების უსაფრთხოებას და იზოლაციას. ტიხარი დამზადებულია მაღალი გამძლეობის ფოლადისა და პოლიმერული მასალებისგან. სპეც-ავტომობილი კარებთან აღჭურვილია 2 დამატებითი ძლიერი ნათების მაშუქით, რომელიც ეკიპაჟს ეხმარება ღამის საათებში გაუნათებელი ადგილმდებარეობის შესწავლასა და შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებაში. სპეც-ავტომობილი არის სრული ამძრაობის (4X4), რაც მანქანის მოძრაობის სტაბილურობას და საიმედოობას უზრუნველყოფს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში. ავტომობილის უსაფრთხო მოძრაობას ასევე უზრუნველყოფს მაღალი გამძლეობის, სპეციალური მასალით დამზადებული საბურავები და ფოლადის დისკები. აღნიშნული ტიპის საბურავები არ იწარმოება სამოქალაქო სექტორისთვის და განკუთვნილია მხოლოდ სპეციალიზირებული საპოლიციო მანქანებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42