"ჩვენ ვერც წარმოგვიდგენია, რამდენად მდიდრები ვართ, რამდენად მდიდარია საქართველო. ბიბლიაში წერია - სადაც იქნება საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. ჩვენი წინაპრების აშენებული ტაძრები გველოდება ჩვენ, ახლა გველოდება ჩვენი საუნჯე თურქეთის ტერიტორიაზე, ჩვენი უძველესი და უმშვენიერესი ტაძრები", - ბრძანა უწმინდესმა.
უწმინდესმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს და ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობს ტაძრების რესტავრაციაში. უწმინდესმა აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც მორწმუნეები თვითნებურად აკეთებენ ტაძრების რესტავრაციას, რითაც ისინი ზიანდება. პატრიარქმა ბრძანა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს არქეოლოგიას, ახალი კადრების აღზრდას, რისთვისაც საჭიროა შეხვედები ტარდებოდეს არქეოლოგიის საკითხებზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2004-2012 წლებში განხორციელებული ტაძრების რესტავრაციასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა, სადაც წარმოდგენილი იყო 600-მდე ეკლესიის რესტავრაციის ამსახველი ფოტომასალა.
მასალის გამოყენების პირობები






