სტუდენტების პრობლემას გამოეხმაურა ოპოზიცია, საპარლამენტო უმცირესობამ სტატუსშეჩერებული სტუდენტების სტატისტიკა გამოაქვეყნა, როგორც ,,ნაიოცნალური მოძრაობაში“ აცხადებენ მიზეზი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკაა. "მოცემულ ვითარებაში განათლების სამინისტროს სტუდენტებისათვის თანხების განაწილების არაეფექტური, არარაციონალურ, უსამართლო პოლიტიკაა. დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა არ გაიზარდა თანხის ზრდის პროპორციულად. დაახლოებით 9 მლნ. ლარით წინა წელს ფინანსდებოდა, გრანტის სხვადასხვა ოდენობით, 8000 სტუდენტი. 2013-14 სასწავლო წელს დაფინანსება გაიზარდა დაახლოებით 10 მილიონით, მაგრამ გრანტიანი სტუდენტების რაოდენობა დღეისათვის არის მხოლოდ 9100. პროპორცია არაადეკვატური და უსამართლოა სხვა სტუდენტებისდ მიმართ. გარდა იმისა, რომ დაზარალდნენ სტუდენტები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ერთი წლის განმავლობაში დააკლდა დაახლოებით 40-დან 50 მლნ ლარამდე. მხოლოდ ბოლო ერთი სემესტრის განმავლობაში უმაღლესებს დააკლდა დაახლოებით 10 მლნ. ლარი,"- წერია ,,ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
,,ნიუპოსტი“ განათლების სამინისტროს ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს მოქმედებს ბევრად მეტი სტუდენტების ხელშეწყობისთვის, რაც მოქმედებდა წლების განმავლობაში გრანტების და სოციალური პროგრამების სახით.
კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობს განათლების ყოფილი მინისტრი. დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსტთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი მინისტრობის დროს ეს რიცხვი არ აღემატებოდა 10-11 ათასს და მაშინდელ ხელისუფლებას, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით, ჰქონდა კონკრეტული პროგრამა, რომელიც გულისხმობდა სპეციალური ფონდის არსებობას. შაშკინის განმარტებით, აღნიშნული ფონდი დაეხმარებოდა იმ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ კარგი სწავლით, მაგრამ მათ ოჯახებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა სწავლის საფასური გადაეხადათ.
_საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ 2006-დან 2012 წლამდე სულ საქართველოში იყო დაახლოებით 10 ათასი ასეთი სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული ჰქონდა სტუდენტობის სტატუსი, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა იყო ისეთი, რომელიც ვერ იხდიდა სწავლის საფასურს. ჩვენთის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩვენ გვქონდა დაგეგმილი რამდენიმე კონკრეტული პროგრამა, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებდა მათ რაოდენობას და მისცემდა ბავშვებს შესაძლებლობას, გადაეხადათ სწავლის საფასური.
_რამ გამოიწვია ასეთი სტუდენტების რაოდენობის გაზდა?
_2012 წლის ოქტომრიდან 2014 წლამდე მავნებელმა საკნიკიძემ მოახერხა ამ რაოდენობის გაზრდა 33 ათასამდე. აქაც სტატისტიკურად იგივე სიტუაციაა, უმრავლესობა ვერ იხდის გადასახადს.
ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენს მიერ იყო დაგეგმილი და რომლითაც ვცდილობდით მინიმუმამდე დაგვეყვანა ასეთი სტუდენტების რაოდენობა, დღეს არის ჩაშლილი სანიკიძის მიერ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რატომ გაიზარდა მათი რაოდენობა.
პირველი არის ის, რომ მაჩვენებელი გაიზარდა ბუნებრივია ეკონომიკური სიტუაციის გამო, ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი. ეს ციფრი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა. 2 წელიწადში შეუძლებელია, რომ ბავშვებს მასობრივად ეთქვათ უარი სწავლაზე და წასულიყვნენ უცხოეთში.
_ბატონო დიმიტრი, განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ სიცრუეა ის ინფორმაცია, თითქოს 2012 წლამდე სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა იყო 10 ათასი, ხოლო მათი რიცხვი ახალი ხელისუფლების პირობებში 33 ათასზე მეტი გახდა... უწყება ადასტურებს 33 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტის რაოდენობას, თუმა ამბობენ, რომ ეს არის 2010 წლიდან მოყოლებული...
_ძალიან მარტივად, შეგიძლიათ ამოიღოთ არქივი, კერძოდ მაშინ როცა ჩვენი ხელისუფლების დროს ,,სტუდენტების უფლებების დაცვის ლიგა“ აქციებს გვიტარებდა სამინისტროსთან და მათ მხარს უჭერდა მაშინდელი ოპოზიცია ,,ქართული ოცნება“, მათივე სიტყვებს შეგახსნებთ და ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ ასეთი სტუდენტების რაოდენობა იყო 10 ათასი. მეორე წყარო გახლავთ უნივერსიტეტები, რომლებიც ასევე აწვდიდნენ განათლების სამინისტროს მონაცემებს, რომელიც ერთი-ერთზე ემთხვევა. ჩვენ, სანიკიძისგან განსხვავებით, არ ვმალავდით ოფიციალურ მონაცემებს, კიდევ ვამბობ, შეუძლიათ ამოიღონ მონაცემები არქივიდან და გადაამოწმონ, სადაც ოპოზიცია სწორედ 10 ათას სტუდენტზე საუბრობდა და ამაზე გვსაყვედურობდა.
_თუმცა, განათლების სამინისტრო თქვენ და წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ 2013 წლამდე სტუდენტთა ბაზა იყო მოუწესრიგებელი, აღურიცხავი და წინა წლების ინფორმაცია ბაზას წელს და შარშან ემატებოდა.
_განათლების სამინისტროს შევახსნებ, რომ სტუდენტების ბაზებს აკეთებდა მაია მიმინოშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მიმინოშვილი ყოველთვის ამაყობდა იმ ბაზებით, რომელცი მას ჰქონდა და მე ასევე მინდა გითხრათ, რომ სუტენტური გრანტი და სტუდნტის ჩარიცხვა ხდება ამ ბაზების საფუძვეზე. ამდენად, როცა სამინისტრო აკეთებს ასეთ განცხადებას, როგორც მინიუმ ეს არის სასაცილო და მაშინ დააყენონ მაია მიმინოშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის სრული ბოდვა, მაშინ ბავშვები როგორ ირიცხებოდნენ უნივერისიტეტებში თუ ბაზები არ იყო მოწესრიგებული? ყველაფერი იყო ნორმალურად და სამინისტრო თავის მავენებლი და მატყუარა მინისტრთან ერთად, როგორც სჩანს, ასტრალში გავიდა.
_მოდით დავუბრუნდეთ იმას, თუ რა არის გამოსავალი და რა უნდა ქნას სამინისტრომ?
_მოვლენებს რომ მივყვეთ, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი დაიწყო მარგველაშვილმა და გააგრძელა მისმა მოსწავლემ სანიკიძემ.
მარგველაშვილის დროს გაუქმდა პროგრამა, რომელიც იყო დაწყებული 2012 წელს, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ყველა უნივერსიტეტში უნდა ყოფილიყო ფონდი, რომელიც დააფინანსებდა ბავშვებს, რომელთაც უჭირთ ფინანსურად სწავლის საფასურის გადახდა, მაგრამ კარგად სწავლობენ. არასამართლიანია ის, რომ ბავშვი იღებს გრანტს, მაგრამ მერე სულაც რომ არ ისწავლოს კარგად, მას გრანტი მაინც არ უწყდება, თუ არ გარიცხეს. მათ გვერდით არიან ბავშვები, რომლებმაც ვერ მიიღეს გრანტი, მაგრამ ისინი უნივერსიტეტში სწავლობენ კარგად მაგრამ ვერ იხდიან სწავლის საფასურს.
ჩვენი ამოცანა და პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა იყო, რომ ყველა უნივერსიტეტში ყოფილიყო ფონდი, რომელიც დააფინანსებდა ამ ბავშვებს. მაგალითისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი არის ეხლა 72 მილიონზე მეტი ლარი, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტი აღემატება 40 მილიონ ლარს. ანუ ასეთ დიდ უნივერსიტეტებს იმისათვის, რომ შექმნან მილიონიანი ფონდი და დააფინანსონ სტუდენტები, არანაირი პრობელმა არ აქვთ. მაგრამ მარგველაშვილის მიერ ეს პროგრამა გაუქმდა და სანიკიძემ ეს გაუქმება გააგრძელა. ამ ბავშვებს აღარ აქვთ ამ პროგრამაში მონაწილეობის უფლება.
მეორე, რაც გააკეთეს ეს არის უფასო ფაკულტეტები, რომელზეც იყო მიმართული 15 მილიონი ლარი. ზარზეიმით იყო გამოცხადებული, რომ უნივერსიტეტებში იქნება უფასო ფაკულტეტები, რომელიც გამოასწორებს სიტუაციას.
_თუმცა განათლების სამნისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ სწორედ ამ მოტივით შექმნა უფასო ფაკულტეტები, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებოდათ უფასოდ მიეღოთ განათლება...
_მე მაშინვე აღვნიშნე, რომ ეს გააუარესებდა სიტუაციას და რომ ეს არის უდიდესი მავნებლობა. მათ არ ესმით რაც აკეთებენ, სამწუხაროდ ჩემი სიტყვები გამართლდა და ამ სტუდენტების რიცხვი გაიზარდა 10 ათასიდან 33 ათასამდე. ნაცვლად იმისა, რომ ეს 15 მილიონი წასულიყო ასეთი სტუდენტების დასაფინანსებლად, გაიხსნა ახალი ფაკულტეტები, სადაც ეს ფული წავიდა პროფესორების ხელფასებზე, მაგრამ სტუდენტები ამ ფაკულტეტებზე არ წავიდნენ, დიდი შემთხვევაში მათ არ აირჩიეს აღნიშნული ფაკულტეტები. 15 მილიონი ლარი გაიფლანგა ნათესავების დასაქმებას და პრემიების გაწერაში.
უფასო ფაკულტეტი ეს არის კორუფციის წყარო. მაგალითისთვის, როცა არის ფასიანი ფაკუკლტეტი, სადაც სტუდენტი მოდის და იხდის ფულს თავისი ვაუჩერით, ამ ფაკულტეტის დეკანი თვლის თუ რამდენი პროფესორი დაჭირდება, რომ სტუდენტებისგან შემოსული ფული ეყოს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ უფასოზე, სტუდენტების რაოდენობა არ არის საკმარისი, მარტივად ვთქვათ, არ ირჩევენ სტუდენტები ფილოსოფიას, მესმის რომ პრეზიდენტი ფილოფოსოფი გვყავს, მაგრამ ფილოსოფოსის პროფესიით დასაქმება რთულია, დამეთანხმებით. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად კომუნისტური მოდელი, რაც იყო თავის დროზე.
როცა სახეზეა 33 ათასი უფლებაშეჩერებული სტუდენტი, და როცა თსუ-ს აქვს 72 მილიონი ბიუჯეტი, რატომ არავის არ უჩნდება კითხვა თუ რაზე იხარჯება ეს ფული თსუ-ში და 40 მილიონ ლარზე მეტი ტექნიკურ უნივერსიტეტში. ზემოთ მოგახსენეთ, რომ ჩემი მინიტრობის დროს მიტინგებს მიმართავდნენ, როცა 10 ათასი სტუდენტი იყო უფლებაშეჩერებული და როცა ჩვენ ვამბობდით, რომ მუშავდება ესა და ეს პროგრამა, რითაც ჩვენ აღნიშნული პრობლემა უნდა დავძლიოთ. ეხლა არის 33 ათასი და რატომ არ ინტერესდება ეს ხალხი, სად მიდის 72 მილიონი?
ამასთან, გააუქმეს ვაუჩერის სიტემა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინიციატივით, როცა თითოეულ ოჯახს 1000-ლარიან ვაუჩერს აძლევდნენ. ეს იყო არჩევითი - ან კომუნალურს ირჩევდა ადამიანი ან განათლებაზე მიმართავდა. ამის ნაცვლად, შეიქმნა უფასო ფაკულტეტები და შემდეგ განათლების მინისტრი გამოდის და სრულიად არაადექვატურ კომენტარს აკეთებს...
33 ათასი სტუდენტის შეჩერებით ეკონომიკას დააკლდა დაახლოეთიბ 50 მილიონი, მარტო მარგველაშვილ-სანიკიძის მავნებლობის შედეგად ეკონომიკიდან ამოღებული არის ზუსტად რომ გითხრათ 67 მილიონ 50 ათასი ლარი.
,,ნიუპოსტი“ კომენტარისთვის დაუკავშირდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც უწყებაში განმარტავენ, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს 33 ათას სტუდენტს, ოღონდ ეს არის 2010 წლიდან დღემდე შეჩერებულ სტატუსიანი სტუდენტების რიცხვი.
,,2013 წლამდე სტუდენტთა ბაზა იყო მოუწესრიგებელი, აღურიცხავი და წინა წლების ინფორმაცია ბაზას წელს და შარშან ემატებოდა.
რაც შეეხება ინფორმაცია, რომ 2012 წლამდე 10 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი იყო და დანარჩენი შემდეგ შეემატა, ეს არის ტყუილი.
2013-2014 წლებში მკვეთრად გაიზარდა სტუდენტების მიერ სტატუსის აღდგენა. ეს მოხდა იმის გამო, რომ სტუდენტების დაფინანსება გაიზარდა. 2013 წელს სტატუსი აღიდგინა 10 600-მა სტუდეტმა, 2014-ში კი უკვე 7 800 სტუდენტს აღუდგა სტუდენტის სტატუსი. ეს არის სამინისტროს მუშაობის შედეგი. მაგალითად, 2013 წელს 5 ათასი სტუდენტი დავაფინანსეთ სტიქიით დაზარალებული სოფლებიდან, 2014 წელს დავაფინანსეთ სტუდენტები საზღვრისპირა სოფლებიდან. ასევე, 2013 წლიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების ორჯერ მეტი რაოდენობა ფინანსდება. გვაქვს 21 უფასო პროგრამები, სადაც 900-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. 100%-იანი გრანტით დაფინანსდა 8 500 სტუდენტები. ეს რიცხვები გაიზრდება როგორც კი სტუდენტები დაასრულებენ რეგისტრაციას. აქედან გამომდინარე, აქტიური სტუდენტები 55% იღებს სახელმწიფო დაფინანსებას - 100%-იანს, 70%-იანს და 50%-იან გრანტებს უფასო მიმართულებისთვის. 2012 წლამდე მსგავსი რამ არ იყო და დაფინანსებულთა რაოდენობა თითქმის 40%-ით არის გაზრდილი. დღეს მოქმედებს იმაზე მეტი, რაც მოქმედებდა წლების განმავლობაში გრანტების და სოციალური პროგრამების სახით. ამაზე მეტი რა უნდა იყოს...“, - განუცხადა ,,ნიუპოსტს“ განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნატა ასათიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






