საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით, სასტუმრო „რუმში“ სამართლებრივ საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს.
შეხვედრას პროკურორებთან ერთად, მოსამართლეები, ადვოკატები, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციაზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე, ჩხრეკა-ამოღებისა და დაკავების სტანდარტებზე, საპროცესო შეთანხმებასა და დაზარალებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე მსჯელობენ. მონაწილეებს გამოცდილებას ევროკავშირის მოსამართლე რენატე ვინტესი უზიარებს.
ღონისძიება ევროკავშირის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის პროექტის“ მხარდაჭერით ხორციელდება და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და სისხლის სამართლის სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
მასალის გამოყენების პირობები






