ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ქარდავა დაკითხეს.
ყოფილმა მაღალჩინოსანმა 2006 წლის იანვარის დღე სასამართლოს დარბაზში გაიხსენა. ქარდავამ დეტალურად აღწერა მომხდარი ფაქტი. მისი განცხადებით, ის უშუალოდ იმყოფებოდა სპეცოპერაციაზე, თუმცა, მას იარაღი თან არ ჰქონია.
ქარადავამ ასევე გაიხსენა, რომ დაკავების შემდეგ მას ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
„თავიდან ბოლომდე იქ რა საუბარი შედგა მე ვერ გავიგე, მაგრამ გავიგე თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, როგორ მოხდა გასროლა, თათუხაშვილი დაახლოებით ასეთ რაღაცას ეუბნებოდა, რომ ჩვენ მოვუწოდეთ დაეყარათ იარაღი, არ დაემორჩილნენ მოთხოვნას და ჩვენ განვახორციელეთ სროლა მათ წინააღმდეგ. მე ჩემი თვალით დავინახე, რომ გარდაცვლილებს გვერდით იარაღი ედოთ“, - განაცხადა ქარდავამ.
დღევანდელ პროცესზე იგეგმებოდა, რომ უნდა დაკითხულიყო დათა ახალაია, სასამართლო სხდომაზე მისი ჩართვა სკაიპით იგეგმებოდა. თუმცა, ეს დღეს ვერ მოხერხდა.
დღის განმავლობაში იგეგმება, რომ სასამართლო სხდომაზე ბაჩო ახალაიაც დაიკითხოს.
მასალის გამოყენების პირობები






