ვანის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალი დაუმძიმდა
სამართალი - 16:38, 27 Dec, 2012     372

"2012 წლის 20 დეკემბერს დავით კაკაბაძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გია ოჩხიკიძე და ამავე საკრებულოს აპარატის უფროსი ლალი სულაბერიძე წააქეზა, რომ მათ, მისი ხელმოწერით, ძველი თარიღით - 2012 წლის 5 ნოემბრით, შეედგინათ საკრებულოს თავმჯდომარის ყალბი ბრძანება საკრებულოს საკუთრებაში არსებული, 51,3 ათას ლარად ღირებული, "ტოიოტა ჰაილუქსის" მოდელის ავტომანქანის საქართველოს პარლამენტის 53 საარჩევნო ოლქის მაჟორტარი დეპუტატის ოფისზე მიმაგრების შესახებ. დავით კაკაბაძე პასუხისგებაში პირველად 2012 წლის 8 დეკემბერს მიეცა. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დევნა ძალადობით) და 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენება ჯგუფურად) წარედგინა ბრალდება. გამოძიებით დადგინდა რომ, 2012 წლის 23 სექტემბერს, ვანში მეწარმე მამუკა შარაშენიძემ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ხმამაღლა გამოთქვა მწვავე და კრიტიკული შეფასებები "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მხარდამჭერების მიმართ, რაც დაკავშირებული იყო ციხის ცნობილი სკანდალური ვიდეოკადრების გამოქვეყნებასთან. აღნიშნული ცნობილი გახდა რა "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი აქტივისტებისათვის, იმავე დღეს, ვანში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვანის ოფისის შენობაში მიიყვანეს მამუკა შარაშენიძე, სადაც, ერთ-ერთ სამუშაო ოთახში, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით კაკაბაძემ, მამუკა ლეჟავამ და სხვა დაახლოებით ათამდე პირმა სცემეს ეს უკანასკნელი მისი პოზიციის გამო, რა დროსაც, გაუტეხეს ცხვირი და ჩაუმტვრიეს ნეკნი, რითაც მიაყენეს ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. აღნიშნულ დანაშაულში კაკაბაძემ თავი დამნაშავედ არ სცნო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 დეკემბრის განჩინებით დავით კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 13 000 ლარი, თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით გირაოს თანხა შემდგომ 8 000 ლარამდე შეუმცირდა. პროკურორის შუამდგომლობა დ. კაკაბაძის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ ეს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დავით კაკაბაძე, როგორც გირაოს ქვეშ მყოფი პირი ოფიციალურად იქნა გაფრთხილებული კანონით გათვალისწინებული მისი უფლება-მოვალეობების შესახებ, მათ შორის, ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისთვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შესახებ, მან დანაშაული კვლავ ჩაიდინა, რის გამოც 2012 წლის 26 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 24,341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაშიც თავი დამნაშავედ არ სცნო. რამდენადაც, გირაოს ქვეშ ყოფნის პერიოდში მან არ უზრუნველყო თავისი სათანადო ქცევა, კერძოდ კი ჩაიდინა ახალი დანაშაული, პროკურატურა მიმართავს სასამართლოს მისთვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების 8 000 ლარი გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნით", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42