დღეს საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, დათა ახალაიას დაკითხვა იგეგმება. კუდ-ის ყოფილი უფროსი, შეკითხვებს, სკაიპის საშუალებით უპასუხებს.
„ბრალდების მხარე ცდილობს ჩვენი მოწმეების დაშინებას. ემუქრებიან. ორი მათგანი უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. დაცვის უფლების უზრუნველყოფაში ხელი გვეშლება“, - აცხადებს ადვოკატი რომეო საჯაია.
გამოძიების ინფორმაციით, 2006 წელს სპეცოპერაცია წინასწარ იყო დადგმული.
აღნიშნულ საქმეზე ბრალი წაყენებული აქვთ ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს. მათ სპეცოპერაციის დროს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ ბრალად. პროცესს ბაჩო ახალაიაც დაესწრება. მას გამოძიება გაქცევის ორგანიზების აღიარების მიზნით პატიმართა ფიზიკურ ზეწოლას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






