,,რუსეთის ფედერაციის სახელისუფლო წრეებში პუტინით უკმაყოფილება მწიფდება“, - მიაჩნია კასიანოვს. მოსალოდნელმა ეკონომიკურმა კოლაფსმა შედეგად შეიძლება მოიტანოს პუტინის სახელისუფლო სისტემის სერიოზული შესუსტება. ,,მე ველოდები კოლაფსს წლის განმავლობაში“, - განაცხადა ოპოზიციონერმა. ექსპრემიერის აზრით, სანქციები მოქმდებს არა რუსი ხალხის წინააღმდეგ, არამედ ურტყამს იმ რესურსებს, რომელიც პუტინს აძლევს საშუალებას, აკონტროლოს ხელისუფლება და მართოს ქვეყანა. თუ სანქციების რეჟიმი იქნება შენარჩუნებული მომავალშიც, და ფასები ნავთობზე კვლავ განაგრძობს დაცემას, რუსეთს ფინანსური რესურსი ეყოფა მხოლოდ ნახევარი წლის განმავლობაში, - ასე აფასებს სიტუაციას კასიანოვი. ,,ამ ვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის სახელმწიფო დუმის რიგგარეშე არჩევნები და მნიშვნელოვანი ცვლილებები სახელისუფლო სტრუქტურებში“, - ამბობს კასიანოვი. მან მოუწოდა დასავლეთს, არ შეასუსტოს სანქციები, ,,ზეწოლა პუტინზე უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ რუსეთი არ გამოიყვანს თავის შეიარაღებულ ძალებს უკრაინიდან. მე ვერ ვხედავ კომპრომისის შესაძლებლობებს“, - დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






