ბრიჯიტ ბარდო28 სექტემბერს 80 წლის გახდა. ის 15 წლის იყო, როდესაც ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა, კინოში მისი დებიუტი კი 1952 წელს, 18 წლის ასაკში შედგა. მისი კარიერა 21 წელიწადს მოიცავდა, მან 48 ფილმში ითამაშა, შექმნა 80-მდე სიმღერა და სხვადასხვა მუსიკალურ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.
ბრიჯიტ ბარდო ეპოქის სახე და სექსიმბოლო გახდა. ის დღემდე ძალინ პოპულარულია. მას ბაძავენ და თაყვანს სცემენ.
ციტატები ავტობიოგრაფიული წიგნიდან "ინიციალები BB"
* * * "რეპორტიორმა ერთხელ მკითხა, თუ რას ვფიქრობ თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის შესახებ:
- ვუპასუხე: ქირურგს დღეს შეუძლია ადამიანის ცხვირს ყველაფერი გაუკეთოს, რაც მოესურვება, ალბათ, ერთი რამის გარდა - მას არ შეუძლია გადააჩვიოს ცხვირი სხვის საქმეებში ჩარევას.
* * * "ეს ქვეყანა იმდენად პატარაა, რომ ბოლოსდაბოლოს ჩვენ ყველა ერთმანეთს ლოგინში ვხვდებით".
* * *არ არსებობს იმაზე ძნელი სამუშაო, როცა ცდილობ, ლამაზად გამოიყურებოდე დილის რვა საათიდან შუაღამემდე.
* * * ცოლქმრობა არის კონტრაქტი, რასაც ყოველდღე გადასინჯვა და ხელახალი დამტკიცება სჭირდება.
* * * ყველაზე ლამაზი დღე ჩემი ცხოვრებისა იყო ღამე.
* * *მე იმდენად მადლიერი ვარ ჩემს მიერ განვლილი წლებისა, რომ მზად ვარ საკუთარ თავს მუხლზე დავუდგე.
* * *თუ ხანდახან გაწითლება მიწევს, ეს მხოლოდ სიამოვნების გამო ხდება.
* * * სჯობს იყო მოხუცი, ვიდრე მკვდარი.




მასალის გამოყენების პირობები






