გერმენელმა დიზაინერებმა ჯონი ტალბოტმა და ადრიან რანჰოფმა პარიზის მოდის კვირეულზე ორიგინალური კოლექცია წარმოადგინეს, მათი 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის მთავარი გმირი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო, საზაფხულო მაისურებზე დატანილი იყო ევროპის და აშშ-ს ქალაქების ღირსშესანიშნავი შენობები პუტინის გამოსახულებასთან ერთად და მოწოდება „ეწვია პარიზს, სანამ მას გაუკეთებია ეს“... „ეწვიე მილანს, სანამ მას გაუკეთებია ეს“... „ეწვიე ნიუ-იორკს, სანამ მას გაუკეთებია ეს“.
დიზაინერებმა პრესასთან თავის კოლექციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადეს, რომ ამგვარი სამოსის შექმნის იდეა, მოსკოვში ვიზიტისას მოუვიდათ, როდესაც ერთ-ერთ პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრში ნახეს მაისურები პუტინის გამოსახულებით, სადაც პუტინს როგორც ყირიმის გამათავისუფელებელს ისე მოიხსენიებდნენ.
„პუტინი არის განდიდებით შეპყრობილი პატარა ადამიანი. მისი მსგავსი ადამიანები კაცობრიობას უბედურებას უქადიან, მათ შეუძლიათ კონფლიქტი და ომი შექმნან არაფრისგან“- აცხადებენ დიზაინერები.







მასალის გამოყენების პირობები






