ყოველკვირეული მიმართვის დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საზოგადოებას აუხსნა თუ რაში მდგომარეობს აშშ-ს დატვირთვა მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობიანობის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით კი უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის მიმდინარეობისას.
საკუთარ მიმართვაში ობამამ განაცხადა, რომ აშშ, ისევე როგორც ადრე, არის ძალა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სიტუაციის სტაბილიზაციას უწყობს ხელს.
ობამას თქმით, ამერიკის ლიდერობა არის ერთერთი მთავარი საყრდენი არასტაბილურ მსოფლიოში:
„ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვაღიარებთ“, - განაცხადა ობამამ.
ასევე, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მობილიზებულია მსოფლიოში არსებული ყველაზე რთული პრობლემების გადაწყვეტაზე. ძირითადი პრობლემა კი საერთაშორისო ძალისხმევით „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






