Wall Street Journal-მა ბაროზუს განცხადება შეცვალა
მსოფლიო - 18:17, 27 Sep, 2014     1449

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით Wall Street Journal-მა შეცვლა.

უკრაინული მედია ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდობით წერს, რომ WSJ-მა ინტერვიუს დროს ჟოზე მანუელ ბაროზუს დაუსვა კითხვა, შესაძლოა თუ არა გადაიხედოს ასოცირების ხელშეკრულების ტექსტი, რომელიც უკრაინასა და ევროკავშირს შორის გაფორმდა. წყაროს ცნობით, კითხვაზე ბაროზუმ უპასუხა, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებები შესაძლოა მხოლოდ მონაწილე მხარეების შეთანხმების შედეგად შევიდეს და მასზე მესამე მხარე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. ამასთანავე, ბაროზუმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი არ აპირებს ტექსტში რაიმე ცვლილებების შეტანას.

წყაროს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვები ჟურნალისტის ინტერპრეტაციისამებრ შეიცვალა, ევროკავშირი კი ბაროზუს განცხადებას ეთანხმება.

26 სექტემბერს Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა შესაძლოა უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ტექსტში ცვლილებები შეიტანოს, რედაქცია აღნიშნულ ინფორმაციას ბაროზუზე დაყრდნობით ავრცელებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42