ტაჯიკეთის უმაღლესმა რელიგიურმა საბჭომ, ახალი ფეტვა (ბრძანება) მიიღო, რომლის მიხედვით ხელისუფლების კრიტიკა ცოდვად გამოცხადდა.
ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ხელისუფლების კრიტიკასთან ერთად მორწმუნეებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მედიასთან ხელისუფლების მიმართ შენიშვნების გამოთქმაც აეკრძალათ.
ამავე ფეტვას მიხედვით, ტაჯიკებს ასევე ეკრძალებათ სხვა ქვეყნების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, ამ გზით ტაჯიკეთის რელიგიურ საბჭოს სურს, რომ თავიდან აიცილოს „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსი რადიკალური მოძრაობების გავლენის მომძლავრება.
ტაჯიკეთის მთავარმა მუფტმა, საიდმუქარემ აბდუკოდირზოდამ პარასკევს, ცენტრალურ მეჩეთში ქადაგებისას განაცხადა, რომ ლიბიაში ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობამ, ქვეყანა ქაოსში ჩაითრია.
„ლიბიელი ხალხი გამოვიოდა თავისი ლიდერის მუამარ კადაფის წინააღმდეგ და რა შედეგი მიიღეს? კადაფის დროს მინიმალური ხელფასი 750 დოლარი იყო და ერთი დოლარით 45 ლიტრი ბენზინის ყიდვა შეეძლოთ. გადატრიალების შემდეგ კი ქვეყანაში მხოლოდ ქაოსი, უწესრიგობა, სიკვდილი და უკანონობა სუფევს“-განაცხადა ტაჯიკების სულიერმა ლიდერმა და მორწმუნეებს მოუწოდა მსგავსი შეცდომები არ გაიმეორონ.
მასალის გამოყენების პირობები






