ოქრუაშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. პროცესი 2 საათია, მიმდინარეობს. ამ წუთებში მოწმის სტატუსით იკითხება ჯემალ სვანიძე. როგორც მან პროცესზე განაცხადა, 2007 წელს მას დაუკავშირდა დიმიტრი ქიტოშვილი, რომელიც იყო საპარლამენტო მდივანი და მოსთხოვა, ჯეოსელის წილი,რომელიც მას ეკუთვნოდა, გადაეფორმებინა. ამის სანაცვლოდ კი სვანიძეს 250 ათასი აშშ დოლარი შესთავაზეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, განუცხადეს, რომ მას პრობლემები შეექმნებოდა, ჩამოერთმეოდა წილები და ვერც თანხას აიღებდა.დღეს დაცვის მხარემ წარმოადგინა არგუმენტები ოქრუაშვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
ერთ-ერთი არგუმენტით, საქმეში არ ფიგურირებს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ჯემალ სვანაძეს მართლაც ეკუთვნოდა ჯეოსელის წილი და ეს არის მხოლოდ მისი განცხადების საფუძველზე დამყარებული ინფორმაცია.მეორე არგუმენტით, როცა 2007 წელს გამოძიებით მოხდა ქრთამის აღება, ირაკლი ოქრუაშვილი არ იყო თანამდებობის პირი. ადვოკატების მტკიცებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პირმა, რომელმაც აიღო ქრთამი და 250 ათასი დოლარი გადაუხადა საქმეში დაზარალებულად ცნობილ პირს ქრთამის სახით. ადვოკატები ასევე საუბრობენ პოლიტიკურ დევნაზეც და ამბობენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება იყო ყოფილი ხელისუფლების ინტერესებში, რადგან ის იყო ოპოზიციური პარტიის ლიდერი.
„მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ქიტოშვილმა თავისი ნება სურვილით გააკეთა განცხადება რამდენიმე კვირის წინ ,რომ მის მიერ ბრალის დადება ოქრუაშვილის მიმართ იყო იძულებით მიცემული საკუთრი ოჯახისა და ახლობლების სიცოცხლის მუქარაზე ხელყოფით, აქედან გამომდინარე, დღეს საინტერესო პროცესი გველის, ყველასთვის ნათელი გახდება ის, თუ როგორ აიძულა მაშინდელმა ხელისუფლებამ ქიტოშვილი რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება“-აცხადებს თეო ტლაშაძე, ხოლო ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი კი მიიჩნევს, რომ დღეს ქიტოშვილის ჩვენება ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
„სხვა მტკიცებულება ვინც არ უნდა თქვას არაფერი არ აქვს ბრალდებას, ერთადერთი არის დიმიტრი ქიტოშვილი, რომელიც თითქოსდა უკავშირდება ირაკლი ოქრუშვილს და მისი მითითებით მოქმედებდა, თუ დიმიტრი ქიტოშვილი იტყვის, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება მე არ ვიცი სხვა რა უნდა დარჩეს ბრალდებას გარდა იმისა, რომ უარი თქვას ბრალდების მხარდაჭერაზე“-აღნიშნავს მამუკა ჭაბაშვილი.
დღეს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ წაიკითხა დიმიტრი ქიტოშვილის განცხადება, სადაც ქიტოშვილი საუბრობს იმის სესახებ, რომ მას სამარტალდამცავებმა აიძულეს, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა. სწორედ ამიტომ ის მზად არის, სასმართლოს კიდევ ერთხელ მისცეს ჩვენება. სავარაუდოდ, დღეს დაიკიტხება ქიტოშვილი . ამ წუთებში კი ჯემალ სვანიძე დაზარალებულის სახით იკითხება.
მასალის გამოყენების პირობები






