ბრიტანული ბომბდამშენები „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიაიერიშებს უახლოეს პერიოდში განახორციელებენ
მსოფლიო - 21:17, 26 Sep, 2014     1408

ბრიტანეთის პარლამენტმა ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიაიერიშების განხორციელებას მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებაზე თანხმობა 524 დეპუტატმა განაცხადა, წინააღმდეგი იყო 43.

ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები უახლოეს მომავალში დაიწყებენ სამხედრო დავალებების შესრულებას, აშშ-ს თაოსნობით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში.

ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს კვიპროსის ბაზაზე განლაგებული 6 გამანადგურებელ-ბომბდამშენი "Торнадо" GR4.

თემთა პალატაში კენჭისყრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის ინიციატივით ჩატარდა.

თემთა პალატის წინაშე გამოსვლისას, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ საფრთხე რეალურია და ის არც ბრიტანეთისგან არაა შორს.

„ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ საფრთხე ჩვენგან შორსაა, თუ ამ პრობლემას ახლა არ გადავწყვეტთ, არცთუ შორეულ მომავალში მივიღებთ ტერორისტულ ხალიფატს ხმელთაშუა ზღვაში, რომლის ტერიტორიებიც უკვე NATO-ს ქვეყნების მოსაზღვრე იქნება და ჩვენს ქვეყანას და ხალხს თავდასხმით დაემუქრება.“-განაცხადა კამერონმა.

ამასთანავე, 26 სექტემბერს ანტიტერორისტულ კოალიციურ ძალებში გაერთიანებასთან დაკავშირებული განხილვა მიმდინარეობს დანიის და ბელგიის პარლამენტებშიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42