ხუთშაბათს, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ცნობა, რომ მათი 31 წლის ლიდერი „არაკომფორტულ ფიზიკურ მდგომარეობაშია“, მაგრამ არ უცნობებიათ რა დაავადება ჭირს კიმ ჩენ ინს.
კიმების დინასტიის მესამე წარმომადგენელი პუბლიკის წინაშე უკვე 3 კვირაა არ გამოჩენილა. უმაღლესი სახალხო კრების სესიაზე მისმა არყოფნამ, დაავადების სერიოზულობაზე ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა.
რამდენიმე ხნით ადრე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი ცოტათი კოჭლობს, სიარულის ნაკლის დასაფარად კი შედარებით ფართო შარვლები აცვია.
სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო „იონჰალი“ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც კარგად იცნობს ჩრდილოეთ კორეაში არსებულ სიტუაციას, წერს, რომ კიმ ჩენ ინს მრავალრიცხოვანი დაავადებები აწუხებს, მათ შორის: პოდაგრა, ჰიპერურიკემია,ჰიპერლიპიდემია, გაცხიმოვნება, დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა.
მასალის გამოყენების პირობები






